სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მარტონ ფუჩოვიჩთან 2 სეტში დამარცხდა

AutoSharing Option
როტერდამის ATP 500-ის ტურნირის მერვედფინალში  ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან 6:7, 1:6 დამარცხდა.

მატჩი 1 საათი და 20 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილი მსოფლიოს 38-ე ჩოგანთან დამარცხდა. მან მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია.

შეგახსენებთ, ნიკოლოზმა 1/16 ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო.

ფუჩოვიჩი მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.

როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.

ასევე დაგაინტერესებთ