12 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის ATP 500-ის ტურნირი წარმატებით დაიწყო.
მან 1/16-ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 სძლია.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და 2 საათი და 19 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტს ის 4:1-ს იგებდა და წააგო, შემდეგ კი თამაში შემოუტრიალა.
12 თებერვალს, მერვედფინალში ბასილაშვილი სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნიკოლოზმა 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 26 165 ევრო გამოიმუშავა.
როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.