სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-12 ჩოგანი, რუსი კარენ ხაჩანოვი მარტივად დაამარცხა

AutoSharing Option
დუბაის ტურნირის 1/16-ფინალურ მატჩში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

22 წლის რუსი სპორტსმენი მსოფლიოს მე-12 ჩოგანია და კარიერის განმავლობაში ბასილაშვილთან მეხუთედ ითამაშა.

აქამდე ჩოგბურთელებს შორის ბალანსი 2:2-ზე იყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 1/8-ფინალურ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ რობერტ ბაუტისტა-აგუტისა და ინდოელ რამკუმარ რამანატანს შორის გამარჯვებული იქნება.

დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა და ახალი რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.

altკარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია

ასევე დაგაინტერესებთ