ახალ რეიტინგში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი საფეხურით წინ წაიწია და ახლა მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.
ეს შედეგი ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში საუკეთესოა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს გასულ კვირაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. მისი დაწინაურების მიზეზი არგენტინელი დიეგო შვარცმენის რეგრესია, რომელმაც ერთბაშად 6 პოზიციით უკან დაიხია და 25-ე ადგილზე გადავიდა.
დღეს, 25 თებერვალს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს იწყებს. მისი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელთანაც ქართველს 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.