სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 97-ე ჩოგანთან დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ინდიან უელსის 1/32 ფინალში მსოფლიოს 97-ე ჩოგანთან, ინდოელ პრაინეშ გუნესვარანთან დამარცხდა - 4:6, 7:6, 6:7.

მოგების შემთხვევაში ბასილაშვილს შეეძლო 47 170 აშშ დოლარი და 45 სარეიტინგო ქულა გამოემუშავებინა.

შემდეგ წრეში გუნესვარანის მეტოქე 40 წლის ხორვატი ივო კარლოვიჩი იქნება, რომელმაც თანამემამულე ბორნა ჩორიჩი 6:4, 7:6 დაამარცხა. კარლოვიჩის სიმაღლე 211 სანტიმეტრია და მსოფლიოს რეიტინგში 89-ე ადგილზეა.

ტურნირის საპრიზო თანხა  9 035 428 აშშ დოლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ