© GettyImages
4 მარტს, დუბაის ტურნირის დასრულების შემდეგ ATP-მა (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - ის ერთი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს მე-18 ჩოგანია.ნიკოლოზმა ჯერ რუს კარენ ხაჩანოვს სძლია - 6:4, 6:1; შემდეგ რობერტო ბაუტისტა აგუტი სამ სეტში 6:7(2:7), 6:4, 6:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, დაძაბულ ბრძოლაში ტაი-ბრეიკით დამარცხდა ხორვატ ბორნა ჩორიჩთან - 6:4, 2:6, 6:7(1:7).
საუკეთესო კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია. მას რაფაელ ნადალი მოსდევს, მესამე კი გერმანელი ალექსანდერ ზვერევია. კარიერაში მერვე დუბაის
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორნა ჩორიჩთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]