სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტიტული ვერ დაიცვა და მსოფლიოს მე-7 ჩოგანთან დამარცხდა

AutoSharing Option
3 ოქტომბერს საქართველოს პირველმა და ჯერ კიდევ მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე ჩემპიონის სტატუსის დაცვა ვერ მოახერხა და მეორე წრეში მსოფლიოს მე-7 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან 3 სეტში 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა პირველ სეტში 1 გეიმი მოიგო მეტოქის მოწოდებაზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტში გასამარჯვებლად. თუმცა მეორე სეტიდან შეცდომებმა იმატეს. ბასილაშვილმა მეორე სეტის მე-4 გეიმში 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ფაქტობრივად, სეტის წაგებად დაუჯდა. მესამე სეტში კი ისევ შეცდომებით წააგო.

ამ მარცხის შემდეგ ნიკოლოზი განახლებულ რეიტინში, დიდი ალბათობით,
მსოფლიოს 26-ე ჩოგანი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ