"Tsitsishvili"- ციციპასმა ბასილაშვილთან ფოტო დადო და ქართულად ალაპარაკდა

AutoSharing Option
მსოფლიოს მე-6 ჩოგანმა სტეფანოს ციციპასმა "ინსტაგრამზე" ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და სათაურად დააწერა - "Tsitsishvili".

ამას გარდა, ბერძენმა ჩოგბურთელმა კომენტარებში ქართულად დაწერა - "მხიარულია, როცა სერიოზული ხარ", რაც, ალბათ ნიკოლოზის მისამართით თქვა, რადგან ქართველი იშვიათად იღიმის.

აღნიშნული ფოტო ჩოგბურთელებმა ამერიკის ღია ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში გადაიღეს. როგორც ჩანს, ნიკოლოზმა და სტეფანოსმა ერთობლივი ვარჯიში ჩაატარეს.

ასეთი რამ ტურში მუდმივად ხდება, როცა რეიტინგის სათავესთან მყოფი ჩოგბურთელები ვარჯიშობენ, რომლებმაც ერთმანეთის სათამაშო სტილის შესახებ ყველაფერი იციან.

ორივე ჩოგბურთელს საკმაოდ რთული ბადე შეხვდა ტურნირზე.
ნიკოლოზი ნაცნობი ფუჩოვიჩით იწყებს, ხოლო ციციპასი - რუბლიოვით. თუ ნიკოლოზს გამარჯვების შემთხვევაში ბერდიხი შეხვდება, სტეფანოს მესამე წრეში კირგიოსი ეყოლება მეტოქედ.

საკმაოდ რთული ტურნირი ელით ჩოგბურთელებს. ორივე მსგავსი სტილის ჩოგბურთელია, ერთნაირად არასტაბილურები, თუმცა ციციპასს ნიკოლოზთან შედარებით ძალიან ძლიერი მოწოდება აქვს და იკავებს კიდეც შესაბამის ადგილს რეიტინგში. ქართველი და ბერძენი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, 2019 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე და ციციპასმა ნიკოლოზს 4 სეტში მოუგო - 6:3, 3:6, 7:6, 6:4.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამან მთლად თავადობა მოინდომა)))
Megreli
12:37 23-08-2019
0
მაგარი პროფესიონალის დაწერილია. ერთხელ არიან სეხვედრილიო სასაცილოა პირდაპირ
gocha
11:11 23-08-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული