ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია ჩემპიონატს კორეელთან მატჩით იწყებს

AutoSharing Option
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის კენჭისყრა და გაირკვა, თუ ვინ იქნება ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე წლის პირველ დიდ სლემზე.

ნიკოლოზი, რომელიც ტურნირზე 26-ე ნომრად არის განთესილი, პირველ წრეში 22 წლის კორეელ სუნუ ქვონს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 83-ე ჩოგანი გახლავთ. ჩოგბურთელები აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს.

ნიკოლოზმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შარშანდელ გათამაშებაში 2 ეტაპი გადალახა და შესაბამისად, ქულებიც დასაცავი აქვს. 2019 წლის გათამაშებაში ბასილაშვილი მესამე წრეში მსოფლიოს უკვე მე-7 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში დამარცხდა -
3:6, 6:3, 6:7, 4:6.

წელს კი, სულ მცირე, იმავე შედეგის გამეორება არ უნდა გაუჭირდეს. მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში მისი სავარაუდო მეტოქე ვეტერანი ვერდასკო იქნება.

ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 20 იანვარს დაიწყება და 2 თებერვლამდე გასტანს. მისი სრული საპრიზო თანხა 49,564,735 დოლარი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით კარგ ბადეში მოხვდა!!! ადრეულ ეტაპზე არ შეხვდება პირველ სამეულს!!! ბადეში ყველაზე ძლიერი არის ზვერევი, რომელმაც ატპ თასი ჩააგდო!!! ქვონი საინტერესო მოთამაშეა, კარგი ბექჰენდით, დამარცხებული ჰყავს გასკე , ლუკა პუი....!!! წარმატებები ნიკას, მთავარია ჯანმრთელად იყოს და ყველაფერი კარგად იქნება!!! ჩოგბურთის და განსაკუთრებით ნიკას ყველლა გულშემატკივარს გილოცავთ ატპ ტურის დაწყებას!!! ნიკა იწყებს ბრძოლას და ამ ბრძოლაში ჩვენც მის გვერდით ვართ!!!
დათო
16:59 16-01-2020
0
შენ ხათრით დავიწყე ჩოგბურთის ყურება და შენ შემაყვარე ეს უმაგრესი სპორტის სახეობა.
წარმატებები ნიკოლოზ
13:59 16-01-2020
1

სიახლეები პოპულარული