სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი: შარშან მთელი წელი გამაყუჩებლებს ვსვამდი, რის გამოც მუცელი გამიღიზიანდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27) ესტონეთთან დევისის თასის პირველივე შეხვედრაში ვლადიმირ ივანოვი (732) ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა მიღწეულ გამარჯვებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"როგორც შეხვედრაში გამოჩნდა, შორს ვარ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ ორი თვის წინ როგორც ვთამაშობდი, შედარებით უკეთესად ვარ. მატჩიდან მატჩამდე განვვითარდები და შევალ კარგ ფორმაში. ჯერჯერობით არ შემიძლია ჩემი შესაძლებლობების ასი პროცენტის გამოვლენა. ტექნიკას და ტაქტიკას აზრი არ აქვს, თუ ვერ შევასრულე.

ხელის ტრავმა უფრო მაწუხებს. შარშან მთელი წელი გამაყუჩებლებს ვსვამდი, რის გამოც მუცელი
გამიღიზიანდა. შემდეგ გავიკეთე ოპერაცია და ახლა მივდივართ გეგმით.

ძალიან კარგი გუნდი მყავს. ამ წლის მეორე ნახევარში თუ არა, მომავალი წლიდან, იმედი მაქვს, რომ უკვე ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები".

altნაკრების კაპიტანი ბასილაშვილზე - "ეს არის ნიკას შესაძლებლობების 10%"


ასევე დაგაინტერესებთ