ფოტო:facebook.com/Georgian-Tennis-Federation-საქართველოს-ჩოგბურთის-ფედერაცია
დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მეორე ლიგის პლეი-ოფის საქართველოსა და ესტონეთს შორის დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვლადიმირ ივანოვი 2 სეტში დაამარცხა - 6:4, 6:1.
ესტონელმა ნიკოლოზს პირველ სეტში საკმაო წინააღმდეგობა გაუწია და ქართველის მოწოდებაზე 1 გეიმის მოგებაც მოახერხა, თუმცა მეათე გეიმში ბასილაშვილმა მეორე ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.
მეორე სეტის პირველი გეიმი ძალიან დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზის მოწოდებაზე ესტონელს 6 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ქართველმა გეიმის მოგება მაინც შეძლო. სეტის დარჩენილი დაპირისპირება ბასილაშვილის დიდი უპირატესობით წარიმართა და მეტოქის დამარცხება აღარ გასჭირვებია.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: შარშან მთელი წელი გამაყუჩებლებს ვსვამდი, რის გამოც მუცელი გამიღიზიანდა
ნაკრების კაპიტანი ბასილაშვილზე - "ეს არის ნიკას შესაძლებლობების 10%"