სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილის კიდევ ერთი აღიარება - უძლიერესი "ბექჰენდი" ჩოგბურთის სამყაროში

AutoSharing Option
ATP-ტურის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩოგბურთელთა უქმობის პერიოდში გამოქვეყნდა 2018-2020 წლების სტატისტიკა "ბექჰენდის" სიძლიერის მხრივ და აღნიშნულ კომპონენტში ყველაზე სწრაფი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ.

ნიკოლოზის "ბექჰენდის" საშუალო სისწრაფე 71,2 მილი გახლავთ და 1 მილით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ჯონ მილმენს (43), ხოლო მესამეზე მყოფ რაფაელ ნადალს (2) 1,4 მილით სჯობს.

ნიკოლოზი ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გახლავთ. ჩოგბურთის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შეჩერებამდე, ბასილაშვილმა ბოლო შეხვედრა თბილისში, დევისის თასის ფარგლებში ესტონეთის ნაკრების წარმომადგენელ ვლადიმირ ივანოვთან გამართა და მეტოქე 2 სეტში დაამარცხა - 6:4,
6:1.



ასევე დაგაინტერესებთ