ნიკოლოზ ბასილაშვილი: შარშან მთელი წელი გამაყუჩებლებს ვსვამდი, რის გამოც მუცელი გამიღიზიანდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27) ესტონეთთან დევისის თასის პირველივე შეხვედრაში ვლადიმირ ივანოვი (732) ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა მიღწეულ გამარჯვებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"როგორც შეხვედრაში გამოჩნდა, შორს ვარ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ ორი თვის წინ როგორც ვთამაშობდი, შედარებით უკეთესად ვარ. მატჩიდან მატჩამდე განვვითარდები და შევალ კარგ ფორმაში. ჯერჯერობით არ შემიძლია ჩემი შესაძლებლობების ასი პროცენტის გამოვლენა. ტექნიკას და ტაქტიკას აზრი არ აქვს, თუ ვერ შევასრულე.

ხელის ტრავმა უფრო მაწუხებს. შარშან მთელი წელი გამაყუჩებლებს ვსვამდი, რის გამოც მუცელი
გამიღიზიანდა. შემდეგ გავიკეთე ოპერაცია და ახლა მივდივართ გეგმით.

ძალიან კარგი გუნდი მყავს. ამ წლის მეორე ნახევარში თუ არა, მომავალი წლიდან, იმედი მაქვს, რომ უკვე ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები".

altნაკრების კაპიტანი ბასილაშვილზე - "ეს არის ნიკას შესაძლებლობების 10%"


მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს რა კომენტარია?? სპორტიდან რომ შორს ხარ გეტყობა და ადამიანობა სხვაა კიდევ. იცი საერთოდ რა ენერგია და ნერვები მიაქვს მაღალ დონეზე სპორტსმენობას? ეგ რომ იციდე არ დაწერდი ასეთ რამეს. ნიკა კაცია.ყველამ იცის მაგის მდგომარეობა და მაინც თამაშობს სამშობლოსთვის და სანამ ასეთებს დაწერ დაფიქრდი შენ რა გაგიკეთებია სასიკეთო ქვეყნისთვის და მერე განსაჯე სხვები ძვირფასო ნოდო.
ნოდოს
16:59 06-03-2020
15
გაგამარუ უარეს დღეშია მარა არასდროს დაუწუწინია 40-0 რო მიგყავს და გეიმს წააგებ იმის გასამართლებელი ეგ არ არის და საერთოდაც თუ გტკივა არ უნდა ითამაშო მარა თუ მაინც თამაშობ აი მტკივა და ეგ იყო მიზეზით არ უნდა იმართლო თავი რადგან თოფით არავინ გადგას 100ლარით ცხოვრობს ხალხი თვიდან თვემდე და პრესკონფერენვიებს არ აწყობენ საწუწუნოდ ისე უცნაურად აქ თამაშები წაგებული უფრო მყარი მიზეზია საჭირო თავის გასამართლებლად
ნოდო
15:37 06-03-2020
37

სიახლეები პოპულარული