ნიკოლოზ ბასილაშვილის თავს ახალი სკანდალია - ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა.

sports.ru-ს ინფორმაციით, ჩვენებურს ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც იცით, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც უჩივის, რომელიც ძალადობას ედავება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
რაც არ უნდა იყოს მას ფასდაუდებელი ღვაწლი აქვს გაკეთებული ქართული სპორტის ისტორიაში და ზოგადად საქართველოსათვის სხვა დანარჩენი უკვე უმნიშვნელოა გავა დრო და მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. წარმატებები ნიკას .
ქართველი
17:10 21-04-2021
0
საქართველოს სასახელო ვაჟკაცია ნიკა და რაც არ უნდა მოხდეს ასეთად დარჩება სხვა ყველაფერი ფუჭია .
გიო
16:59 21-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული