ნოვაკი ჩემპიონია! ძველი და ახალი თაობის დაპირისპირება უფროსების გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 ივნისს, საფრანგეთში "როლან გაროსის" ტურნირი დასრულდა.

ფინალში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბულ ფორმატში წარიმართა და გულშემატკივრის მოლოდინი ყოველმხრივ გაამართლა.

პირველი და მეორე სეტები ბეძენმა ჩოგბურთელმა 7:6 6:2 მოიგო და კარიერაში პირველი დიდი სლემის მოგებისკენ ნაბიჯი გადადგა, თუმცა მესამე სეტიდან სერბი რობოტი ამოქმედდა და თამაშში არათუ დაბრუნება, არამედ გამარჯვებაც მოახერხა.

ნოვაკმა ბერძენი ახალგაზრდის წინააღმდეგ დაპირისპირება სწორად წარმართა, ძალები კარგად გათვალა და მაშინ, როდესაც სტეფანოსს კორტზე გადაადგილებაც უჭირდა, კლასიფიკაციის ლიდერი ჩვეულ სტილში აგრძელებდა თამაშს. ჯოკოვიჩმა
ორსეტიანი ჩამორჩენის შემდეგ 6:3 6:2 6:4 იმარჯვა და კარიერაში მე-19 დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

ნოლემ საფრანგეთის ღია პირველობა მეორედ მოიგო. პირველად ეს 2016 წელს მოახერხა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოლე მაგარია...
quTaisi
16:39 14-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული