18 წლის ესპანელის ამერიკული ზღაპარი გრძელდება - US OPEN-ის მიმოხილვა [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობა დასკვნით ფაზაში გადადის.

გუშინ დანილ მედვედევმა (2) დანიელ ევანსი (27) 3 სეტში 6:3, 6:4, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ვარსკვლავების დამმარცხებელი (შვარცმანისა და რუდის) ვან დე ზანდეშულპი იქნება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.


18 წლის ესპანელი ტალანტი კარლოს ალკარასი (55) წარმატებულ სვლას განაგრძობს. გუშინ ახალგაზრდის მეტოქე პიტერ გოიოვჩიკი (141) გახლდათ. 5-სეტიანი დაპირისპირება ალკარასის გამარჯვებით, 5:7, 6:1, 5:7, 6:2, 6:0 დასრულდა. ესპანელი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ოჟე ალიასიმი
(15) იქნება. მატჩი ხვალ, 7 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.


ოჟე ალიასიმმა (15) ფრანსის ტიაფო (50) 4 სეტში 4:6, 6:2, 7:6, 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, როგორც უკვე აღვნიშნე, კარლოს ალკარასი იქნება. შეხვედრა ხვალ, 7 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.


ქალთა შორის წარმატებულ სვლას ლეილა ფერნანდესი (73) განაგრძობს. კანადელმა ჩოგბურთელმა დღეს ანჟელიკა კერბერი (17) 3 სეტში 4:6, 7:6, 6:2 დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ელინა სვიტოლინა (5) იქნება. შეხვედრა ხვალ, 7 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული