შეუძლებელია, შენ გასწვრივ ბასილაშვილის სახელის დანახვა გაგიხარდეს - მარი ნიკოლოზთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების (6:1, 3:6, 6:4, 6:7, 6:4) შემდეგ პირველი კომენტარი კორტზევე გააკეთა.

"დაინახეთ, როგორც თამაშობდა, მთელი მატჩი წინ და უკან დავრბოდი. ეს ბიჭი საოცარი ძალით ურტყამს. შეუძლებელია, საკუთარი გვარის გასწვრივ მისი გვარის დანახვა გაგიხარდეს.

წინა კვირაში სიდნეიში ძალიან ბრუტალური შეხვედრა ჩავატარეთ. იმ თამაშის მოგებამ თავდაჯერება შემმატა და ძალიან მიხარია, რომ ნიკოლოზის დამარცხება მესამედაც შევძელი.

ოპერაციების შემდეგ დიდ სლემზე წარმატებული სვლა არ მქონია. ძალიან მინდა ავსტრალიაში ეს ყველაფერი შეცვალო", - აღნიშნა
ენდიმ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კაი რა, როდემდე უნდა გიხაროდეთ ეს დამარცხება რა. მავიტოც ვერ ვაღწევთ წარმატებას. მარი ეხლა უნდა მოუგო,ეს ის თამრო აღარ არის რა. ნახავთ ენდი ვისთან დამარცხდება. ფსიქოლოგიაა რა ,რა დროს მარი არის,კაი რა. უნდა მოუგო სამი თამაშიდან ინვალიდ მარის. ვინმემ რომ არ გამაკრიტიკოთ მარი ლეგენდააა მაგრამ დრო ,დრო. დღეს უნდა მოუგო მარის ნიკა,მითუმეტეს 5 სეტში. ფსიქოლოგიის პრობლემაა სერიოზული!!!!
Joko
18 იანვარი 2022 23:22
5
რა დალიე? კაი გრადუსი ჰქონია.
გოჩა
19 იანვარი 2022 00:41
3
… მართალი ხარ!!! ოღონდ ნიკა სულ უტევს და შენ სულ თავს იცავ და ელოდები, როდის დაუშვებს შეცდომას!!!
დათო
18 იანვარი 2022 16:39
1
ნუ გეშინია ჩვენც გვეშინია. ენდი
Ops
18 იანვარი 2022 14:13
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული