სხვა

ჩოგბურთი

ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი სპორტსმენების უიმბლდონიდან მოხსნას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ჩოგბურთში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანმა, ამერიკელმა მერდი ფიშმა, 2022 წლის უიმბლდონის ტურნირზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მოხსნაზე ისაუბრა:

"კაცების ჩოგბურთში ველური დრო დადგა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ დაუშვეს იმის გამო, რომ ვაქცინაცია არ ჰქონდა ჩატარებული; მედვედევი უიმბლდონის ტურნირიდან საკუთარი ეროვნების გამო მოხსნეს" - წერს მერდი.

შეგახსენებთ, განცხადება ნოვაკმაც გააკეთა და გარკვეულწილად რუსი და ბელორუსი სპორტსმენები დაიცვა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით