"როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება..." - ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს სპორტსმენებს მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მოხსნაზე ისაუბრა.

"მე ომის წინააღმდეგი ყოველთვის ვარ. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს, ბავშვობიდან მოყოლებული ამ საკითხზე ტრავმა მაქვს. კარგად მახსოვს, 1999 წელს რაც სერბეთში მოხდა და განვიცდი... ბალკანეთში უამრავი ომი იყო...

მიუხედავად ამისა, უიმბლდონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი სპორტსმენების ბრალი არაა. როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება" - განაცხადა ნოვაკმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის უიმბლდონის გათამაშებაში ბელორუს და რუს ათლეტებს
არ დაუშვებენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
ხალხო ისიც დაინახეთ გაიხსენეთ ან გაეცანით საერთოდ რომ ბელგრადს როცა ბომბავდა ნატოს ავიაცია,როცა უდანაშაულო ხალხი გაწირეს და მიწასთან გაასწორეს ბენლგრადი თავის მოსახლეობასთან ერთად,თან ბომბებს რომ ეწერათ გილოცავთ აღდგომასო,მაგაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს?მეტი ცინიზმი და გენოციდი რა გინდა?ყველა დიდი სახელმწიფო არის ტირანი რუსეთიც ამერიკაც და ნატოც,ჩვენ რა გვეშველება ჩვეენ პატარა სახელმწიფოებს თორე იმათ რა ანაღვლებთ.ცოტა ადეკვატურად იფიქრეთ რაა,ჩვენთვის არავინ არ არიის არაა გაიგეთ ეს.აბა დასცხეთ ახლა დისლაიკებიც როგორც გეხერხებათ და გაგებაც რომ არ გინდათ ხოლმე.
გეგი
19:12 22-04-2022
0
თურქეთის შეჯიბრებებიდან მოხსნას რატო არ ითხოვთ არავინ? რაო ქურთები ადამიანები არ არიან და მათი დახოცვა “მოჟნა”? ვერ ვიტან ორმაგ სტანდარტებს რაა, რუსების დედასაც იქ შე###ი, მაგრამ რუსებზე უარესი თუ არა არც უკეთესი არ აქვს ნაკეთები წარსულში იმ “ცივილიზებულ მსოფლიოს” რომელსაც თვალებში შესციცინებთ. მაშინ ეგენიც დაგმეთ და გასაგები იქნება, მაგათი სპორტსმენების მოკვეთასაც დაუჭირეთ მხარი.
პნდ
06:32 22-04-2022
14

სიახლეები პოპულარული