"ოჯახური პორტრეტი" - ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ელენა ოჯახურ კადრებს აქვეყნებენ

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელმა საცოლემ, შარლოტა ელენამ, ნიკასთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოზე შარლოტა ნიკას ძმასთან და ძმის ცოლთან ერთადაა.

შარლოტა ნიკას არცერთ თამაშს არ ტოვებს და როგორც ნიკას გულშემატკივრები ამბობენ, ის საქართველოს პირველი ჩოგანის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა ერთეულთა თანრიგში ლუკას როსოლი (6:7 7:6 3:6 6:3 6:3) და ქვენტინ ჰალისი (7:6 0:6 7:5 7:6) დაამარცხა, მესამე წრეში კი ტიმ ვან რეიტჰოვენთან 4:6 3:6 4:6 წააგო.

ნიკა წყვილებშიც გამოვიდა, სადაც ჩვენებურს რადუ ალბოტი შეუწყვილდა. ქართულ-მოლდოვურმა დუეტმა ჯერ ქვენტინ ჰალისისა
(საფრანგეთი) და არენდს სანდერის (ნიდერლანდები) დუეტი 7:5 7:6 5:7 1:6 6:4 დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში უკვე დიეგო ჰიდალგოსა (ეკვადორი) და კრისტიან როდრიგესის (კოლუმბია) წყვილის ბარიერი გადალახეს (6:4 2:5 3:6 7:6 7:5).

მესამე წრეში კოლუმბიელ სებასტიან ქაბალისა და რობერტ ფარას წყვილთან 6:1 6:4 6:4 დამარცხდნენ და ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაემშვიდობნენ.

წყარო: Marao

მკითხველის კომენტარები / 5 /
შარლოტა მშიერი დატოვეს?
ნიკ
06 ივლისი 2022 11:59
1
ვერ გავიგე?სპორტული გვერდია თუ ყვითელი პრესაა?
ირაკლი
05 ივლისი 2022 15:54
12
სხვა ქართველი სპორცმენების შეყვარებულებიც გაგვაცანით ბარემ!!
სოსო
05 ივლისი 2022 15:42
5
სად არის სურათები?
ჯუჯი
05 ივლისი 2022 16:32
1
წარმატებები ჩვენს საამაყო ბიჭს!
ტარიელ მაღალდაძე
05 ივლისი 2022 13:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული