სხვა

ჩოგბურთი

"გა­მო­უ­ტა­ნია მა­ცივ­რის წყა­ლი და ჩემ­თვის და­უს­ხამს, იყო თმით თრე­ვა, საჭ­მლის შეყ­რა სა­ხე­ში..." - ნეკა დოროყაშვილი

AutoSharing Option
ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, კონ­ფლიქ­ტის მერე სა­წოლ­ზე წა­მოვ­წო­ლილ­ვარ, ნი­კო­ლოზს გა­მო­უ­ტა­ნია მა­ცივ­რის წყა­ლი და ჩემ­თვის და­უს­ხამს, იყო თმით თრე­ვა, საჭ­მლის შეყ­რა სა­ხე­ში. გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას რო­დე­საც მი­აღ­წია, ერთ დღეს გა­მო­მი­ცხა­და, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, რო­გორც მისი ქვე­შევ­რდო­მი,- ამის შე­სა­ხებ ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც მას­სა და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს შო­რის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის კი­თხვებს პა­სუ­ხობს. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი მის მი­მართ ქორ­წი­ლის დღე­საც
ჰქონ­და.

"ჩვენ 2011 წელს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ ქორ­წი­ნე­ბა, ჩემ­თვის ამა­ზე სა­უ­ბა­რი ემო­ცი­უ­რია, მაგ­რამ ვეც­დე­ბი ყვე­ლა ფაქ­ტი აღვწე­რო. გა­ვი­ა­რეთ რთუ­ლი პე­რი­ო­დი და რვაწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ერთ დღე­ში მო­ყო­ლა რთუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ლე­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მა­ნამ­დე თურ­მე სა­ერ­თოდ სხვა ადა­მი­ანს ვხვდე­ბო­დი და და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლო­ზი ახ­ლი­დან გა­ვი­ცა­ნი. რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ქორ­წი­ლის დღეს ქალი ბედ­ნი­ე­რი უნდა იყო, მე ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან უბე­დუ­რი. ქორ­წი­ლის სა­ღა­მოს ნი­კო­ლო­ზის დედა რა­ღა­ცა­ზე გაბ­რაზ­და, და­ე­ლა­პა­რა­კა ნი­კო­ლოზს. ნი­კო­ლო­ზი დაჯ­და ჩემს მა­გი­დას­თან და მა­გი­დის ქვე­ში­დან ხელ­ზე მიჩ­ქმი­ტა. მეტ­კი­ნა ძა­ლი­ან, ვკი­თხე რა ხდე­ბო­და და არ მი­პა­სუ­ხა. ამის შემ­დეგ, მახ­სოვს დე­და­მი­სი ადგა და ჩვე­ნი ქორ­წი­ლი და­ტო­ვა. ეს იმ მო­მენ­ტში ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბად არ აღ­მიქ­ვამს, მაგ­რამ ეს იყო ჩემ­თვის ხე­ლით პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა და ემო­ცი­უ­რად რთუ­ლი. მა­ნამ­დე ასე არ იყო. არ ვიცი, მა­ნამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა არ გვქო­ნია, ერთი ან ორი სა­ა­თით თუ პარკში გა­ვი­სე­ირ­ნებ­დით.

2015 წელს ბავ­შვი შეგ­ვე­ძი­ნა, მახ­სოვს, რომ ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ძი­რი­თად დროს მარ­ტო ვა­ტა­რებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­მრთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ნი­კო­ლო­ზი თვლი­და, რომ სახ­ლში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მე მას ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. მშო­ბი­ა­რო­ბის დღეს მარ­ტო ვი­ყა­ვი, მე­ო­რე დღეს ჩა­მო­ვი­და ნი­კო­ლო­ზი",- გა­ნა­ცხა­და ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფსიქ­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას, რო­გორც ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მისი დედა ამ­ბობ­დნენ და აჯე­რებ­დნენ, რომ ის იყო შე­უ­რა­ცხა­დი. დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს ხდე­ბო­და მისი ორ­სუ­ლო­ბის დროს.

"რო­დე­საც ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლე­ბის სა­ხელს მე­ძახ­და - ვირ­თხას, გველს, რწყილს. ამ სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­და ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს", - აცხა­დებს დო­რო­ყაშ­ვი­ლი. რო­გორც მან გან­მარ­ტა, მე­უღ­ლეს 2020 წელს გა­ე­ყა­რა, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას მა­ინც გრძელ­დე­ბო­და ბა­სი­ლი­აშ­ვი­ლის მხრი­დან.

"მახ­სოვს მი­თხრა, რომ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად არ აწყობ­და ჩვე­ნი და­შო­რე­ბა. ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ ვინ­მე ფო­ტოს "და­მი­ლა­ი­ქებ­და", მი­რე­კავ­და. მა­კონ­ტრო­ლებ­და, მირ­ჩევ­და მე­გობ­რებს, თუ რა ფო­ტო­ე­ბი და­მე­დო და ა.შ. თვლი­და, რომ არ უნდა მე­მუ­შა­ვა და სწავ­ლა არ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ჩემი აზ­რით, ვერ იტან­და, როცა მე ვი­ყა­ვი კარ­გად და ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს ამი­ტომ აკე­თებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, მე და­მე­მორ­ჩი­ლე, მე ვარ მა­მა­კა­ცი და უნდა და­მე­მორ­ჩი­ლოო. ქორ­წი­ნე­ბი­დან 5-6 თვე­ში და­ი­წყო ჩემი დამ­ცი­რე­ბა, რა­საც ნელ-ნელა მოჰ­ყვე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა. ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, რომ ამას ვყვე­ბი".


ასევე დაგაინტერესებთ