"ნელი ჩემთვის როგორც შვილი, ისე იყო" - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე

AutoSharing Option
"იგი­ვე დეპ­რე­სია და­მე­წყო, გი­ორ­გი ნარ­სი­ას რომ მიხ­სე­ნე­ბენ, ასე მე­მარ­თე­ბა და რა ვქნა? ქორ­წილ­ში ეგ რომ და­ვი­ნა­ხო, შე­იძ­ლე­ბა გა­დავ­ხტე იქი­დან და თავი მო­ვიკ­ლა, ან მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე ტი­რი­ლით, ძა­ლი­ან არ მინ­და ეს ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე იყოს", - ეს სი­ტყვე­ბი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დე­დის, ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას ყო­ფილ­მა რძალ­მა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა ქორ­წი­ლამ­დე მი­წე­რა.

ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ის დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­თან მის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ფილ რძალ­თან თა­ვი­დან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

"ქორ­წი­ნე­ბამ­დე ორი წლით ადრე გა­ვი­ცა­ნი, რამ­დე­ნა­დაც ვიცი,
ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. ნელი ჩემ­თვის რო­გორც შვი­ლი ისე იყო. პი­რა­დი ამო­ნა­წე­რე­ბი მაქვს და ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის არ მი­მი­ცია, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა მას შემ­დეგ გახ­და, რაც ნე­ლიმ ჩვე­ნე­ბა მის­ცა და ეს ტე­ლე­ვი­ზი­ით გაჟ­ღერ­და, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, რომ სიც­რუე ისა­უბ­რა.

პირ­ვე­ლად ნე­ლიმ თხოვ­ნით მომ­მარ­თა, რომ მას ნი­კას მეჯ­ვა­რე არ მოს­წონ­და, ყვე­ლა შე­ხე­დუ­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა შე­მიძ­ლია, ამა­საც თა­ნად­გო­მით მი­ვუ­დე­ქი. ეს ბიჭი, ნი­კას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იყო, ნე­ლის მას­თან არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ ჰქო­ნია, ჩა­ნა­წე­რებ­ში ვე­უბ­ნე­ბი კი­დეც, რომ ნი­კას მე­გობ­რებ­ში ყვე­ლა­ზე წე­სი­ე­რი იყო",- გა­ნა­ცხა­და ნა­ჭყე­ბი­ამ.

მან პრო­ცეს­ზე ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ მი­წე­რი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­ი­კი­თხა.

"გუ­შინ იგი­ვე დეპ­რე­სია და­მე­წყო. გი­ორ­გი ნარ­სი­ას რომ მიხ­სე­ნე­ბენ, ასე მე­მარ­თე­ბა და რა ვქნა? ქორ­წილ­ში ეგ რომ და­ვი­ნა­ხო, შე­იძ­ლე­ბა გა­დავ­ხტე იქი­დან და თავი მო­ვიკ­ლა, ან მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე ტი­რი­ლით. ძა­ლი­ან არ მინ­და ეს ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე იყოს. გეხ­ვე­წე­ბით, რამე მო­ი­ფიქ­რეთ და უთხა­რით სა­ნამ დროა ამ ოჯახს, თო­რემ მერე თქვე­ნი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ მა­გას ქორ­წილ­ში, თან მე ძა­ლი­ან მემ­ჩნე­ვა სა­ხე­ზე, ცუ­დად რომ ვარ და მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე­ბი ტი­რი­ლით. ეგ თუ დარ­ჩა მეჯ­ვა­რედ. ნი­კას ახალ არ ვე­უბ­ნე­ბი არა­ფერს, ვუთ­მენ სა­ნამ ჩა­მო­ვა. რომ ჩა­მო­ვა და­ე­ლა­პა­რა­კეთ და ერთი მეჯ­ვა­რე ჰყავ­დეს“,- წერს დო­რო­ყაშ­ვი­ლი ნა­ჭყე­ბი­ას.

რო­გორც ნა­ჭყე­ბია აღ­ნიშ­ნავს, დო­რო­ყაშ­ვილს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე გა­რეგ­ნუ­ლად არ მოს­წონ­და. მი­სი­ვე თქმით, ნი­კო­ლოზს სთხო­ვა, ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც ნე­ლის გა­უ­ხარ­დე­ბო­და და სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში თავი ბედ­ნი­ე­რად ეგ­რძნო.

წყარო: Ambebi
მკითხველის კომენტარები / 10 /
ინტერნეტიდან შემოგიგდეს ოჯახში ფულების დასაცინცლად და ვერ გაგიგიათ !!!
4
ვინმე ფიქრობს მოქალაქე გიორგი ნარსიას
უფლებებზე? რა წესია ამ კაცის ესე მოხსენიება მთელი საქართველოს გასაგონად. არ შეიძლება მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიონ პროცესზეც და მედიაშიც. ჯერ ადამიანის გარეგნობით შეფასება მეჯვარეობისთვის რა წესია, თან კაცის და თან ასე წამდაუწუმ უარყოფით კონტექსტში მოხსენიება. ის ადამიანი ხომ კითხულობს
სახელი და გვარის ხსენება მოსულა?
12:06 06-10-2022
1

სიახლეები პოპულარული