ჩვენებურმა კვალიფიკაციის ნახევარფინალში შვედ მიკაელ იმერთან პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორე პარტიაში კი ანგარიში 1:1 გახლდათ, რის შემდეგაც ნიკოლოზმა მატჩი ვეღარ გააგრძელა, ამის სავარაუდო მიზეზი კი ტრავმაა.
შეგახსენებთ, რომ ეს ქართველისთვის 2023 წელს უკვე მეორე მარცხია, მან ინდოეთში, პუნეს ტურნირზე იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან წააგო.
ახლა ბასილაშვილი წლის პირველი დიდი სლემისთვის, ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადება.