ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
23 ოქტომბერს პოლონეთში მიმდინარე 20 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ (69) სამი მედალი მოიპოვა.

ზუგდიდელმა გოგა ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და 139 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ამდენივე დაძლია რუსმა მაქსიმ კონოპლიოვმა, მაგრამ ეს წონა მან ქართველის შემდეგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი ერგო. ამ მოძრაობაში ჩემპიონობა 140 კილოგრამით იტალიელმა მირკო ზანიმ მოიპოვა.

ქართველი ათლეტი შეუდარებელი იყო აკვრაში. აქაც მან სამივე ცდა გამოიყენა და 174 კილოგრამით ყველას აჯობა. 165-165 კილოგრამით მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, იბრაჰიმ რაშა (აზერბაიჯანი) და მაქსიმ
კონოპლიოვი (რუსეთი) გავიდნენ. ატაცში ევროპის ჩემპიონი იტალიელი ძანი 164 კილოგრამით მეოთხე იყო.

გოგა ჩხეიძემ აკვრაში ოქროს 313 კილოგრამით ორჭიდშიც უმაღლესი სინჯის ჯილდო შემატა.

69 კგ
1. გოგა ჩხეიძე (საქართველო) - 313 (139+174)
2. მიკრო ძანი (იტალია) - 304 (140+164)
3. მაქსიმ კონოპლიოვი (რუსეთი) - 304 (139+165)

გუშინვე ზამოსცში 20-წლამდელთა 77 კილოში გიგი პატარაშვილმა 13 მონაწილეს შორის ორჭიდში 299 კილოგრამით მე-8 შედეგი აჩვენა: 136 კილო აიტაცა (მე-10 ადგილი) და 163 კილო აკრა (მე-9 ადგილი).

კვარცხლბეკზე კი ადგილები ასე განაწილდა: 1. იჰარ ლოზკა (ბელორუსი, 327 კგ), 2. რაფიკ არუტუნიანი (სომხეთი, 326 კგ), 3. პჟემისლავ კორნელიუკი (პოლონეთი, 316 კგ).

გაგაცნობთ იმ ძალოსანთა გამოსვლის განრიგს, რომლებიც პოლონეთში მიმდინარე 20 და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჯერ არ გამოსულან:

24 ოქტომბერი, 15:30 საათი - ირაკლი გაბრიჭიძე 77 კგ.
24 ოქტომბერი, 20:30 საათი - რევაზ დავითაძე 85 კგ.
24 ოქტომბერი, 20:30 საათი - ნოდარ კაკაბაძე 85 კგ.
25 ოქტომბერი, 19:00 საათი - ანტონ პლესნოი 94 კგ.
26 ოქტომბერი, 18:00 საათი - ირაკლი ჩხეიძე 105 კგ.
27 ოქტომბერი, 11:00 საათი - ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.
27 ოქტომბერი, 13:00 საათი - დავით ხეცურიანი 105 კგ.
27 ოქტომბერი, 15:00 საათი - გიორგი ჩხეიძე +105 კგ.+
27 ოქტომბერი, 15:00 საათი - ბაქარ თურმანიძე +105 კგ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული