ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშხაბადში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მიჯრით მესამედ მოიგო.

ლაშამ ორჭიდის ჯამში 474 კილოგრამი დასძლია და მსოფლიოს 7 რეკორდი დაამყარა.

ტალახაძე ატაცში 207, 212 და 217 კგ-ს, ხოლო აკვრაში 245, 252 და 257 კილოგრამს გაუმკლავდა.

ირაკლი თურმანიძემ ატაცში 195, 200, 203 კგ დასძლია და მცირე ბრინჯაოს მედალს დეუფლა. სამწუხაროდ მან ფეხის ტრავმის გამო აკვრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

89 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი რევაზ დავითაძემ მოიპოვა. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეექვსე
ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
7 რეკორდი და ჩემპიონობა? გაუჭირდებოდა :-) არა მთავარი ის იყო, უკვე ჩემპიონს ბოლო მისვლაზე ასანიძე რომ ეკითხებოდა გასახდელში, რა წონა შევუკვეთოთო და ლაშამ უპასუხა რაც გინდაო
მერაბ გ.
08:01 12-11-2018
0
ლაშასგან მოკითხვა გვარამას)))) გაიხარე, როგორც ქართველები გაგვახარე, გილოცავ გილოცავ გილოცავ.....
ხორხე
02:24 11-11-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული