მეორე ადგილი ჯგუფში და ოლიმპიადის მედალოსნის იმედი - ქართველი ძალოსნების დღე

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე -96 კგ წონითი კატეგორიის ძალოსნები ჩაერთნენ.

საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი გობეჯიშვილი C ჯგუფში გამოვიდა, სადაც ატაცში 154/158 კგ დაძლია და ამ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ძალოსანი აკვრაში 183/188 ძლევით მე-5 ადგილზეა, ხოლო ორჭიდის ჯამში 346 კილოგრამით მე- 2 პოზიციაზეა.

Sportall.Ge

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ანტონ პლესნოი იასპარეზებს, რომელმაც 2020 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძალოსანი მსოფლიო ფიცარნაგზე B ჯგუფში გამოვა და შეჯიბრება თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ქართველი ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (-61 კგ)
ვერცხლისა და რევაზ დავითიძის (-89 კგ) ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

altქართველი ძალოსნების კიდევ 2 მედალი

altასანიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვე ადგილზე გავიდა [VIDEO]

alt"ძალოსნობა ოლიმპიადის წინასწარი პროგრამიდან ამოღებულია" - apnews



მკითხველის კომენტარები / 1 /
შეცდომით ხმა მივეცი სტატიის ურყოფით შეფასებას.
გიორგი
13:44 14-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული