სხვა

ძალოსნობა

მარიამ მაისურაძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ძალოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ საშეჯიბრო დღეს გოგონათა შორის გამარჯვებული მარიამ მაისურაძე (49 კგ) გახდა.

მაისურაძემ ატაცში 74 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში თავი 88 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა.

მარიამმა ორჭიდში მოგროვილი 162 კილოგრამით კვლავ უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო!

გარდა ამისა, მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 2-2 კილოგრამით გააუმჯობესა.