საუდის არაბეთში გამართული ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა!
ლაშა ტალახაძემ თავის მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული კვლავ 3 ოქროს მედლით შეინარჩუნა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ უძლეველია!
ტალახაძემ ატაცში 208/2015/220 კგ. დაძლია და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!
ასევე საუკეთესო გამოდგა აკვრაში დაძლეული 245/253 კილოგრამითაც და კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.
რა თქმა უნდა, ორჭიდში მოგროვილი 473 კილოგრამიც ოქროს მედლის მომტანი გახდა!
შედეგად ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა!
როგორმე ეს სიმაღლე უნდა დაიჭიროს, გავა წლები და გული დაწყდება. :) 500 კგ. არაა თვითმიზანი… მაგაზე ფიქრი გამოფიტავს.
სულ წარმატებებს გისურვებს მთელი საქართველო, ყველა ქართველი!
აი ასანიძე და ჩემი კოლეგა კახაბრიშვილი რას აპირებენ, უფალმა დაგვიფაროს და, ეს ტრავმა სერიოზული რომ აღმოჩნდეს?! ხომ უნდა გადასახლდნენ საქართველოდან. რა უბედურებაა? ყველა ვხედავდით, როგორ გაწუხებდა რაღაც ბოლო 2 მისვლისას შტანგასთან, რა ასეთი აუცილებელი იყო ამ არაბების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვა? უფალმა შეგვიწყალოს და დაგვიფაროს სერიოზული ტრავმისგან.
სულ წარმატებები და გამარჯვებები!!!