დაპატიმრებული რუსი ჰოკეისტი არქტიკაში წაიყვანეს

AutoSharing Option
რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრების მეკარე ივან ფედოტოვი დაკავების შემდეგ სამხედრო კომისარიატში გადაიყვანეს. მან მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერის "ფილადელფია ფლაიერსში" გაგრძელება უნდოდა.

მეკარეს ბრალი სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდებაში დასდეს და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის მიხედვით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ჰოკეისტმა კომისარიატში თავი შეუძლოდ იგრძნო და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ივანს გასტრიტი გაუმზვავდა და მკურნლობას საჭიროებდა. ფედოტოვს ორი არჩევანი დარჩა - ან სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო ან სამხედრო მოსამსახურე გამხდარიყო.

დღეს ადვოკატმა მედიას აცნობა,
რომ თავისი კლიენტი ჰოსპიტალიდან ღამით ქალაქ სევერომორსკის სამხედრო ნაწილში წაიყვანეს, რომელიც არქტიკულ წრესთან მდებარეობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რუსეთში 1930 ანი წლები დაბრუნდა @
zura222
04 ივლისი 2022 20:17
0
დომბასი კი არა,დონბასი.რამდენი უწიგნური წერს კომენტარს.
Status quo
04 ივლისი 2022 12:00
0
მაგას არაუშავს არქტიკას ჩივის დომბასში როარ არ გაუშვეს პირდაპირ
Soso
04 ივლისი 2022 00:40
1

სიახლეები პოპულარული