სხვა

კრივი

ვლადიმირ კლიჩკომ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა უკრაინელმა მოკრივემ, ვლადიმირ კლიჩკომ პროფესიონალური კრივიდან წასვლა გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას, გერმანულ Bild-ზე დაყრდნობით, ევროპული სპორტული გამოცემები ავრცელებენ.

კლიჩკომ, რომელსაც პროფესიონალურ კრივში 64 მოგება და 5 წაგება აქვს, ბოლო 2 ბრძოლა დათმო. 41 წლის სპორტსმენმა უკანასკნელი ორთაბრძოლა ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან მიმდინარე წლის 29 აპრილს წააგო. მატჩ-რევანში 11 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ჯოშუას ჩემპონის ტიტულის დასაცავად ჩხუბი სხვა მოკრივესთან მოუწევს, ვინაიდან კლიჩკომ ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოკიდა.
ასევე დაგაინტერესებთ