დღეს ბევრმა არ იცის, რომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და მძიმე წონის ჩემპიონი WBA, WBO და IBF-ის ვერსიებით, ენტონი ჯოშუა, კრივით მაშინ დაკავდა, როცა 18 წლის იყო. კრივამდე კი პატარა ენტონი მუდმივად კრიმინალურ ამბებში იყო გახვეული: ნარკოტიკები, ჩხუბები, ციხე და ასე შემდეგ. დღევანდელ სტატიაში ჯოშუას განვლილ გზაზე ვისაუბრებთ.

ენტონის მტკიცე ხასიათი უკვე ახალგაზრდობაშიც აისახა: ის თავად ამოძვრა იმ ჭაობიდან, სადაც შეტოპა. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, თუ საიდან დაიწყო მისი ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება.

"პირველი რამდენიმე კვირა განსაკუთრებული არაფერი იყო, - იხსენებს ჯოშუა. - ბრალი წარმიდგინეს და დროებით ციხეში ყოფნა მომიწია.

იმ წლების ჩემი თავი კარგად მახსოვს, საერთოდ არაფერი გამაჩნდა. ტუჩები გამუდმებით მისკდებოდა და სპეციალური კრემიც არ მქონდა, რომ წამესვა. უბრალო ზეთს ვისვამდი.

როცა გირაოს სანაცვლოდ გამათავისუფლეს, მაშინ დავიწყე კრივზე სიარული. დავდიოდი დარბაზში, ვმუშაობდი სიმძიმეებთან, ტომარასთან და ასე შემდეგ."

"ფეხზე სამაჯური მიმამაგრეს, რომელიც ჩემს ადგილმდებარეობას აჩვენებდა. ყოველდღე 20:00-ზე სახლში უნდა ვყოფილიყავი. ამ გარემოებამ დროულად მისვლას მიმაჩვია. მაშინ 17-ის ან 18 წლის ვიქნებოდი."

"ვფიქრობ, კრიმინალური ცხოვრებისგან კრივმა მიხსნა. მაშინ მივხვდი, რომ როგორ რთულ სიტუაციაშიც უნდა ვყოფილიყავი, განსაკუთრებულ გზაზე უნდა დავმდგარიყავი."

თუმცა ერთ-ერთ მომენტში ჯოშუას ცხოვრება ისევ 360 გრადუსით ამოტრიალდა. კრივში მოპოვებულმა წარმატებამ ის დიდი ბრიტანეთის ოლიმპიურ ნაკრებში მოახვედრა, დაიწყო ფულის გამომუშავება და შეიძინა "მერსედესი". ერთხელ ენტონი პოლიციამ გააჩერა და ჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინა:

"მე ოლიმპიური ნაკრების წევრი გავხდი. მაშინ თვეში 500 ფუნტს მიხდიდნენ. ეს არ იყო დიდი თანხა, თუმცა იმაზე მდიდარი ვიყავი, ვიდრე აქამდე.

ერთხელ გრეჰემ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მივდიოდი. ეს ჩრდილოეთ ლონდონშია. პოლიციამ გამაჩერა. სამი ოფიცერი მოვიდა. იქიდან ორი, კარგი ტიპი ჩანდა, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ერთი, რომელიც იტყვის: "რასაც უნდა ამბობდეს, იცოდეთ, იტყუება. ეს ბიჭი რაღაცაშია გარეული."

"მან მითხრა: "შენი მანქანიდან მარიხუანის სუნი მოდის". ვუპასუხე, რომ ბიძა მეჯდა და სანამ ჩამოვსვამდი, ის ეწეოდა.

შემდეგ ჩანთა დაინახა და მკითხა: "ეს რა არის"? ამ მომენტში გაქცევა მომინდა, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან ჩანთაში საბუთები და ტელეფონი მედო. თანაც, ოლიმპიური ნაკრების წევრიც ვიყავი."

შედეგად ჯოშუას ნარკოტიკების შენახვაში წარედგინა ბრალი, მაგრამ მოკრივემ დანაშაული აღიარა და ციხეში ჩაჯდომას გადაურჩა.

ამ ინციდენტმა კი ენტონი სამუდამოდ შეცვალა. მალე მან ლონდონის ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო, ხოლო პროფესიონალებში გადასვლის შემდეგ ერთადერთი ტიტული აკლია, რომ მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდეს.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს - "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელის უცნაური ამბავი
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
ბერნარდ ჰოპკინსი: ფიურისა და ჯოშუას პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდება, მეორეში ჯოშუა მოიგებს
ტაისონ ფიური: მე ყველაზე ძლიერი პანჩერი დავანოკაუტე, ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა ვარ
"სისულელეებს ნუ ლაპარაკობ" - რაზე ისაუბრეს ფიურიმ და ჯოშუამ მარბელაში?
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ტაისონ ფიური: ჯოშუას უაილდერთან ბრძოლაში 80 მილიონი შესთავაზეს და უარი უთხრა, ეტყობა, სუსტი ყბის შეეშინდათ
უსიკმა ჯოშუა ისევ დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა