ჩამსვეს ძალით, შენ წადიო - რუსეთში გამართულ ბრძოლაში აფხაზმა მოკრივემ ქართველი დაამარცხა

AutoSharing Option
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ბრძოლა გაიმართა, სადაც ერთმანეთს აფხაზი და ქართველი მოკრივეები დაუპირისპირდნენ.

იგორ ადლეიბამ საქართველოს სახელით მოასპარეზე მიხეილ ავაკიანი დაამარცხა.

აფხაზური მხარე აღნიშნულ გამარჯვებას ძალიან გახარებული შეხვდა და გულშემატკივარს ეს ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

Sportall.Ge

თავად ადლეიბამ კი ბრძოლის შემდეგ განაცხადა:

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახლა სახლში წასვლა და დასვენება მინდა. ძალიან ბევრი პოზიტიური ემოცია მივიღე. ამ ბრძოლისთვის თვე-ნახევარი ვემზადებოდი.

შემიძლია ბრძოლა ნებისმიერ რაუნდში დავასრულო, ამჯერად კი გეგმა ბოლო რაუნდამდე გამარჯვების მოპოვება იყო".

საინტერესოა, რომ საქართველოს სახელით არა ავაკიანი, არამედ
მერაბ თურქაძე უნდა გამოსულიყო, თუმცა მას ვიზის პრობლემა შეექმნა და ბრძოლაზე სხვა მოკრივე გაემგზავრა.

ამის შესახებ ავაკიანის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

"მე ვცხოვრობ საქართველოში. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. საქართველოს სახელით გამოვდიოდი. თურქაძის ვიზა არ ესწრებოდა და მე ჩამსვეს ძალით, შენ წადიო. მითხრეს ისიც, რომ წონაში უნდა დამეკლო. დავიკელი. სხვა რა გზა მქონდა. ფიზიკური დატვირთვა მქონდა დიდი. ცოტა შარდმდენი წამლებიც დავლიე", - თქვა მიხეილ ავაკიანმა და დასძინა, რომ ერთ დღეში ექვსი კილოგრამის დაკლება შეძლო.

ავაკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორს არის. ის საქართველოშია დაბადებული და ამ ქვეყნისთვის გამოსვლა საამაყოა.

რაც შეეხება შეჯიბრის ამ სახეობას, ის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კერძო ინიციატივას წარმოადგენს და პროფესიული კრივის (სამოყვარულო კრივი) მიმართულებაა, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ასევე, არც კრივის საერთაშორისო ფედერაცია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.
მკითხველის კომენტარები / 22 /
სომხების დადგმული პროვოკაცია, უკვე მერამდენედ დაგეგმილი და ძირგამომთხრელი ქმედება საქართველოს წინააღმდეგ?!
omari73
18 ივლისი 2018 11:02
11
დასაბუთება გაქვთ? ვინ დაგეგმა, ვინ განახორციელა, რა შედეგი მიიღო? ზოგადად კი - აფხაზ სპორტსმენთან (ან გუნდთან) ქართველმა პორტსმენმა (გუნდმა) აუცილებლად უნდა მოიგოს?
პროვოკაცია რაში მდგომარეობს?
თქვენი და მსგავსი კომენტარები არის სწორედ პროვოკაცია!
ალბა-რეგია
18 ივლისი 2018 12:51
5
სად არის ჩემი კომენტარი?
ალბა-რეგია
18 ივლისი 2018 15:48
0
ეს პირველი შემთხვევა არ არის სომხებისგან ასეთი ქმედებები, რუსეთში რომ ანტიქართულ კამპანიას ეწევა სომხური დიასპორა და აქ საქართველოში ძმობას ეფიცებიან ქართველებს, სრული ცინიზმია...
smrzy)))
18 ივლისი 2018 12:03
11
და აფხაზეთის სახელით და დროშით თუ გამოდიოდა,საერთოდ რატო გავედით რინგზე?
?
18 ივლისი 2018 20:51
0
არ გამოდიოდა აფხაზეთის სახელით და დროშით. რუსეთის სახელით გამოდიოდა და რუსეთის დროშით
გიორგი
19 ივლისი 2018 10:03
0
ამ ბიჭს არ ვიცნობ მარა მინახავს სპორტიდან.საქართველოს სახელით გამოდის ყოველთვის.ადგილობრივ ტურნირებზეც ბორჯომის სქხელითაა ხოლმე და სარეიტინგო ტურნირებიც მოგებულიაქ და ნაკრების წევრი ფედერაციის ნებართვის გარეშე ვერანაირად ვერ მიიგებს მონაწილეობას ვერცერთ ტურნირზე.წესდებაში გიწერიათ ეგ.ასე რო თავის მართლებას და ამ ბიჭზე ხელების შეხოცვას მოეშვით.
ირაკლი
18 ივლისი 2018 13:13
1
მოღალატეა ყველა ვინც აფზაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენს შეხვდება ამ ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას. ამიტო ხელი უნდა შევახოცოთ ამ ბიჭსაც და ფედერაციასაც. აფხაზეთი არის უძველესი ქართული მიწა ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს და რაც მთავარია ყველა ცივილიზებული ქვეყანა საქართველოს ნაწილად აღიარებს.
Niko
18 ივლისი 2018 14:47
4
სპორტში თუ არ ერკვევი არარი აუცილებელი წეროთ სულელური კომენტარები.და საერთოდ აქ რო სტატიას აქვეყნებ ჯერ წესერად უნდა გაიგო რა და როგორაა.ეს აფხაზი სპორცმენი გამოდის რუსეთის სახელით მარა ამბობს აფხაზი ვარო.და მაგ სულელური ლოგიკით რასაც თქვენ ამბობთ ლონდონის ოლიმპიადაზე ხუციშვილი თავისუფალ ჭიდაობაში მეოთხედ ფინალში ცარგუშს შეხვდა რომელიც გუდაუთელია.და მთელინცხოვრება იმას გაიძახის აფხაზი ვარო.ეხლა რა გამოდის ხუციშვილიც მოღალატეა? თუ რა უნდა ექნა ოლიმპიადის მეოთხედფინალზე უარი ეთქვა იმის გამო რო ცარგუში აფხაზია.მოეშვით პროვოკაციებს და სულელურ კომენტარებს.მაგას ჯობია იმაზე ინერვიულოთ სპორცმენებს რო იძულებულს ხდიან სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ და მერე მოგალატეებს ეძახით.ქართველ თბილისელ ბიჭებზემაქ ლაპარაკი.
ირაკლი
18 ივლისი 2018 16:57
2
ცოტა იაზროვნეთ რაგაცას რო წერთ ხოლმე. სპორტში თუ ვინმე ყოფილა ყველამ იცის რო თუ ქვეყნიდან არ არის წინასწარ გაგზავნილი საბუთები ისე იმ ქვეყნის სახელით ვერ გამოხვალ მოქალაქე კი არა სულ პრეზიდენტიც რომ იყო. და ეს ტურნირები კი სრულიად ოფიციალურია.თუ არ აღიარებენ მაშინ საბუთებს რატო აგზავნიან.და ერთ დღეში 6 კილოს დაკლებისას სპორცმენს არანაირი შანსი არააქ მოგების.
ირაკლი
18 ივლისი 2018 13:08
2
რა მაინტერესებს ეს აფხაზი თუ აფხაზეთის სახეით ჩხუბობდა ჩვენ რატო ვეჩხუბეთ..და თუ რუსეთის სახელით ჩხუბობდა რა არის აქ ძირგამომთხრელი...90% რუსული პასპორტები აქვთ
სანი
18 ივლისი 2018 13:00
0
აქ ზოგი ამბობს რომ აფხაზია, მაგრამ რუსეთის სახელით გამოდისო, მაგრამ ეს გაურკვეველი ტილოს ნაგლეჯი რა არის შემოხვეული რომ აქვს?იქნებ ამიხსნას ვინმემ!
დავით 67
21 ივლისი 2018 17:44
0
Aрмянинa подставили!!!
888
18 ივლისი 2018 16:09
3
რა შუაშია აქ სომხების პროვოკაცია. ავაკიანი ძალიან კარგი ბიჭია და ნუ შეაზიზღებთ რა მართლა ამ სომხებს ეს საქართველო. მყავს მეც სომეხი ეთნიკურობის მეგობრები, მართლა უყვართ საქართველო და წუხილიც გამოუთქვამთ, რომ ქართველებად მივიჩნევთ თავსო და საზოგადოების მეშინია რომ ვთქვა რომ ქართველი ვარო. ნაგვები სომხებს რო ყავთ და ქურთებს რო ყავთ აბა ქართველებს არ გვყავს?
მუმლი მუხიკა
19 ივლისი 2018 02:15
1
რამდენიმე არარაობის დაწერილის გამო არამგონია შეძულდეს ნორმალურ სომეხს საქართველო:) შენ მაგაზე არ იდარდო. საქართველოს ყველა შეგნებულ მოქალაქეს გაუმარჯოს.
Niko
19 ივლისი 2018 05:08
0
ჯერ ერთი აფხაზეთის დროშით გამოდის მოწინაამღდეგე და არ აპროტესტებ რომ ასეთი დროშა არ არსებობს, ეს პროვოკაციაა. ეს იმ მწვრთვნელებს და იმ მთავრობებს ეხება ტრაკზე რომ კოცნიან კრემლს. ფულის გულზე საკუთარ ცოლს გაუგზავნის მტერს და იცით რამდენი გვყვავს მასეთი?!!
halagaji
19 ივლისი 2018 08:51
0

სიახლეები პოპულარული