სხვა

კრივი

"დიდი მახინჯი ტომარა ხარ" - უძლეველმა ჩემპიონმა UFC-ის ჩემპიონი გამოიწვია

AutoSharing Option
WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში ტაისონ ფიური UFC-ის მძიმეწონოსან ჩემპიონს, ფრანსის ნგანუს მიმართავს და საბრძოლველად იწვევს.

"ამ ვიდეოთი ფრანსის ნგანუსა და UFC-ის სხვა ბიჭებს მივმართავ. გინდა, ბოშათა მეფის საშუალებით ცოტა ფული იშოვო? მაშინ იცი, სადაც მიპოვი. გინდა, ბოშათა მეფის ძალა იგრძნო? მასაც გიწილადებ. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, სადაც გირჩევნია, კვირაში 7 დღეს, ორჯერ კვირას, შენ დიდი მახინჯი ტომარა ხარ", - თქვა ფიურიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

"ჯერ ჯონ ჯონსს გავუსწორდები და შემდეგ ტაისონ ფიურისთვისაც მოვიცლი", - დაწერა საპასუხოდ
ფრანსის ნგანუმ.

აქამდე ნგანუსთან ბრძოლის სურვილი კიდევ ერთმა ბრიტანელმა მოკრივემ, დილიან უაითმა გამოთქვა.