ურეაქციო მეტოქეც არ დაინდო - MMA-ის მძიმე წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 მარტს ლას ვეგასში UFC 260-ის ღონისძებაზე მძიმე წონაში ჩემპიონის ქამარი გათამაშდა და კამერუნელმა ფრანსის ნგანუმ ამერიკელ სტიპე მიოჩიჩს ჩემპიონის ტიტული წაართვა.

34 წლის ნგანუ და 38 წლის მიოჩიჩი ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ - პირველი ბრძოლა წარმოშობით ხორვატი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა, მეორე დაპირისპირებაში კი კამერუნელმა რევანში აიღო.

აღნიშნულ შეხვედრაში უპირატესობა თავიდანვე მომავალ გამარჯვებულს ჰქონდა და უკვე მეორე რაუნდის პირველივე წუთზე დაანოკაუტა მიოჩიჩი. ნგანუმ თითქმის გათიშული სტიპეც არ დაინდო და ურეაქციოს ყბაში უთავაზა...

საოცარი ფიზიკური ძალის მქონე "მტაცებელი" კარიერაში პრიველად გახდა
UFC-ის ჩემპიონი. მას კარიერაში 16 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტიპეს დენმა დაარტყა?
ჯემალა
18:19 28-03-2021
0

სიახლეები პოპულარული