UFC-ის პრეზიდენტი: ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხაბიბი ტონისთან არ იჩხუბებდა

AutoSharing Option
დღეს, 2 აპრილს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტი ტონი ფერგიუსონი ერთმანეთს ვეღარ შეხვდებიან. შეგახსენებთ, ეს იყო ამ მებრძოლების შეხვედრის მე-6 ცდა. გაუქმებულ ბრძოლაზე UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი კომენტარს აკეთებს:

"ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხაბიბი ტონისთან არ იჩხუბებდა. ფერგიუსონი გეიჯის წინააღმდეგ? ასეთ დეტალებს ჟურნალისტებთან არ განვიხილავ." - ციტირებს უაითს Yahoo.

შეგახსენებთ, შეხვედრა 19 აპრილს ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან შეიზღუდა დასწრება. შესაბამისად, UFC-ს მოუწია
ბრძოლის ჩატარების ახალი ადგილის მოძებნა. 

გუშინ, 1-ელ აპრილს, ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ დაღესტანში იმყოფება და აშშ-ში გაფრენას ვეღარ მოახერხებს. 

altფერგიუსონი - ხაბიბს: ძ..ნა ხარ, რუსეთში დამალვა არ გიშველის




ასევე დაგაინტერესებთ