"თუ დავლევ, ყველას გცემთ..." - ხაბიბი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა

AutoSharing Option
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრის შემდეგ უსიამოვნო ინციდენტზე ისაუბრა.

"როდესაც "ენფილდის" მოედანს ვტოვებდი, "ლივერპულის" ათასობით ნასვამ გულშემატკივარს შორის მოვხვდი, თუმცა მზად ვიყავი ყველასთან მეჩხუბა. ეს საშიში მომენტი იყო, რადგან 1 დღით ადრე სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად ფოტო დავდე" - განაცხადა ხაბიბმა.

დაღესტნელი უხერხულ სიტუაციაში ფერგიუსონთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ყოფნისასაც ჩავარდა.

"ოლდ ტრაფორდზე" პატრის ევრასთან, უსაინ ბოლტთან და სერ ალექსთან ერთად ვიყავი. ფერგიუსონმა ღვინის დალევა შემომთავაზა. ეს რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მისთვის,
მე მას ამისთვის არ განვსჯი, თუმცა, როგორ გადმოგცეთ ჩემი მდგომარეობა?

არის ორი გზა: "არა არა, მე მუსლიმი ვარ, არასდროს ვსვამ"; მეორე გზა კი უფრო უხერხულად და სასაცილოდ ჟღერს: "თუ დავლევ, ყველას გცემთ. დამიჯერეთ, ეს არაა კარგი იდეა".

ამ ყველაფერზე სერ ალექსმა მითხრა, რომ არ სურდა ყველას შეურაცხყოფა და ჯობდა არ დამელია" - განაცხადა ხაბიბმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული