ფერგიუსონი-გეჯი, სავარაუდოდ, 9 მაისს კერძო კუნძულზე გაიმართება

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი აცხადებს, რომ მისი კომპანია გახდება პირველი მსხვილი სპორტული ორგანიზაცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაგეგმილ გრაფიკს დაუბრუნდება.

დეინას თქმით, ორგანიზაცია 9 მაისს აპირებს ღონისძიების გამართვას. ასევე, უაითი აღნიშნავს, რომ Fight Island-ი მზად იქნება, 1 თვის განმავლობაში უმასპინძლოს ტურნირებს. თუმცა კუნძულის ადგილმდებარეობას ჯერჯერობით არ ასახელებს.

ESPN-ის მიხედვით, 9 მაისის ტურნირი საკმაოდ გამორჩეული მებრძოლების დაპირისპირებებით სავსე იქნება. საღამოს მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეჯი მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის შეებრძოლებიან. მნიშვნელობით მეორე შეხვედრაში ჰენრი სეჰუდო და ლეგენდარული დომინიკ
კრუზი მჩატე წონის ტიტულისთვის იბრძოლებენ და ასევე სხვა უამრავი გამორჩეული ბრძოლა იქნება დაანონსებული.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული