გიგა ჭიკაძე ოქტაგონს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა

AutoSharing Option
UFC-ის ბოლო ღონისძიების შემდეგ გულშემატკივრებს ერთი საერთო კითხვა აწუხებთ, თუ როდის დაბრუნდება გიგა ჭიკაძე, აღადგენს ვარჯიშს და ვის წინააღმდეგ იასპარეზებს შემდეგ. ამ თემასთან დაკავშირებით რუსულმა championat-მა ისაუბრა:

"UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. როგორც MixedMartialArts-ი წერს, გიგას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება მოუწევს. ამასთან ერთად, ნეიროქირურგმაც უნდა შეამოწმოს და დასკვნა გამოაქვეყნოს.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებურს კარიერის დაპაუზება მოუწევს, მიზეზი კი კელვინ კატართან მიღებული მძიმე დაზიანებები გახლავთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრძოლას კელვინ კატარიც ჩამოშორდება, რადგან ჭიკაძესთან დაპირისპირების დროს ცხვირის ძვალი
გაიტეხა" - წერს championat-ი.

ტეგები: