"გიგას რევანშის აღება შეუძლია..." - თოფურია კატარი-ჭიკაძის დაპირისპირებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
2022 წლის UFC-ის პირველი ღონისძიების მთავარ დაპირისპირებას, ყველა ჩვენგანის მსგავსად, ილია თოფურიაც დიდი ინტერესით უყურებდა. შეგახსენებთ, კელვინ კატარმა გიგა ჭიკაძე დაამარცხა. "მატადორის" რეაქციაც დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც ჩვენი, ყველასი.

"დიდებული ორთაბრძოლა იყო. ამ დონეზე ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. გული დამწყდა, გიგას მოგება მინდოდა, თუმცა ორივე მებრძოლმა დიდებულად იასპარეზა. არ გამოვრიცხავ, რომ თუ ჭიკაძე კელვინს კიდევ შეხვდება, მისი დამარცხება მოახერხოს, ისევე, როგორც კატარმა მეორედ სძლიოს ქართველს. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. მოკლედ გეტყვით, გიგას რევანშის აღება შეუძლია" - განაცხადა ილიამ.

რა
თქმა უნდა, ქართველი თანამემამულეს გულშემატკივრობდა, თუმცა, ამავდროულად, სწავლობდა, თუ როგორ უნდა იასპარეზოს მისსავე წონითი კატეგორიის წამყვან ათლეტებთან. ამასთან ერთად, თოფურია ღიად აცხადებს, რომ საღამოს ბრძოლაზე ის სულ მალე გამოვა.

"შეიძლება ამ ბრძოლის შემდეგ საღამოს ბრძოლის მონაწილე გავხდე, მე ეს ძალიან მინდა".

მოგეხსენებათ, ილიას ასეთ თავდაჯერებულობას ზურგს მისი დაუმარცხებელი რეზულტატი უმაგრებს (MMA-ს ეგიდით 11:0-თან ბალანსი, მათ შორის, UFC-ში ბოლო 3 შეხვედრა). გასული ივლისის თვეში ქართველმა რაიან ჰოლი დაამარცხა, თანაც როგორ? ბოლო 30 წამში "ცხოველივით" შეუტია და ღირსეულად მოიგო, თუმცა რაიანის გამარჯვებამდეც ასეთი თავდაჯერებული იყო და მასთან გამარჯვების შემდეგაც:

"იმ შემთხვევაშიც, თუ დამამარცხებდა, ჩემ თავდაჯერებულობას შევინარჩუნებდი, რადგან ამ ყველაფერში დიდ სიყვარულსა და მონდომებას ვდებ. არავის შეუძლია შეარხიოს ის".

უშუალოდ ბრძოლის გამართვამდე ხალხი ფიქრობდა, რომ ჰოლი თოფურიას დაამარცხებდა, თუმცა "მატადორმა" "ჯადოქარი" პირველსავე რაუნდში დაანოკაუტა:

"ეს ყველაფერი მშვენიერია, კარგი გრძნობაა, როდესაც ყველაზე ცნობილ რვაკუთხედში ვიღაცას "აფინიშებ". არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა ის" .

რა თქმა უნდა, ილიამ მომავალ მეტოქეზეც, ჩარლს ჟორდენზეც ისაუბრა:

"ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია და პატივს ვცემ, რადგან ბრძოლაში თავისი სურვილით ჩაერთო, თუმცა შედეგი იგივენაირი იქნება, მე მის დაფინიშებას ვაპირებ".

მოგეხსენებათ, ილიას მოვსარ ევლოევთან უნდა ეჩხუბა, თუმცა რუსი კოვიდ 19-ის დაფიქსირების გამო დაპირისპირებას ჩაეხსნა. კანადელმა სწორედ მისი ადგილი დაიკავა. თოფურიამ ყურადღება ამ თემაზეც გაამახვილა:

"ეს ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო, მინდოდა, რომ მისი სახე დამემტვრია, მაგრამ რა გავაკეთო, ხანდახან ასეც ხდება. შეიძლება მომავალში რემატჩი მოვითხოვო, რადგან ახლა მე მას 1:0-ს ვამარცხებ, ოქტაგონზე შემოუსვლელად მოვუგე".

შეგახსენებთ, ილია თოფურია და ჩარლზ ჟორდენი ერთმანეთს 23 იანვარს დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია ufc.com-ისა და championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული