ილია თოფურიამ მეტოქე გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯაი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

პირველი რაუნდი ძალიან დაძაბული გამოდგა - ჯაიმ ილია ჰედ-ქიქით ნოკდაუნში გაუშვა, მაგრამ ქართველმა გაუძლო, წამოდგა და რაუნდის დიდი ნაწილი პარტერში გაატარა, რითიც ძალები აღიდგინა. 

მეორე რაუნდში ჰერბერტი ისევ დისტანციაზე აგრძელებდა ჩხუბს, თუმცა ახლო მანძილიდან გაცვლილი პანჩების შემდეგ ილიამ ინგლისელი დაანოკაუტა. 

თოფურიამ კარიერაში მე-12 გამარჯვება მოიპოვა, UFC-ში რიგით მესამე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. ჩხუბის შემდეგ ქართველმა პადი პიმბლეტი გამოიწვია. 
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნაღდად არ ვიცი, დართავენ თუ არა ნებას ილიას იმ ქერა ბ-ზს რომ შეხვდეს, მაგრამ თუ შეხვდა, მაშინ ილო ძმაო, ისეთი უქენი, რომ საერთოდ დაავიწყდეს სადაა საკუთარი ქვეყანა და საქართველო.
0
ეს იყო კლასიკური კრივის ნათელი დადასტურება! უძლიერესი, ყუმბარისებური მარჯვენა ჰუკი და დააკვირდით, მეტოქე როგორ აფრინდა დარტმის შემდეგ. ბრავო ილია და უდიდესი წარმატებები!
ვახო...
17:21 20-03-2022
0

სიახლეები პოპულარული