"მითხრეს, რომ ყელსაბამის გამოტანის უფლება არ მქონდა, ამიტომ ეს გავაკეთე" - მერაბ დვალიშვილი რუს იანთან ბრძოლამდე

AutoSharing Option
AUTO PLAY
Setanta Sports-თან ინტერვიუს მსვლელობისას UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა საკუთარ გულშემატკივარს საქართველოს ტატუ აჩვენა, რომელიც გულთან ახლოს დაიხატა. გთავაზობთ სპორტსმენის სიტყვებს:

"მეილი მომწერეს, ზუსტად არ ვიცი, UFC-ის სოციალური მედიიდან, UFC-ის ტელევიზიიდან, ESPN-დან თუ საიდან, თუმცა მითხრეს, რომ შემდეგ ბრძოლაზე არ მქონდა უფლება, ყელსაბამი გამომეტანა. გაჩვენებთ, მაგის გამო ავდექი და გულთან ახლოს დავიხატე, ვეცდები, რომ ყოველთვის ღირსეულად წარმოვადგინო. უკვე მთელი ცხოვრება გულზე საქართველო მექნება".

შეგახსენებთ, დვალიშვილი 11 მარტს რუს პიოტრ იანს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიდი მერაბ მიაჩუხანე ეგ პუტინის შავკა
ბოლოკა
11 მარტი 2023 16:42
0
მაგარი კაცი ხარ მერაბ, საამაყო და პატრიოტი!!!
ლეო_ლუკა
11 თებერვალი 2023 14:26
0
შენ თავს უნდა გადაახტე მერაბ და უნდა მოიგო უეჭველი .
ფიქო
06 თებერვალი 2023 19:30
0
მერაბი არის ერთერთი ყველაზე მაგარი ქართველი ვინც მინახავს. ღმერთმა ძალა მოგცეს ძმაო და აბა შენ იცი ვათენებთ მთელი ქვეყანა 12 მარტს!!!
ქართველი
06 თებერვალი 2023 18:52
0
მერაბს უდიდესი წარმატებები, ყველა სხვა ქართველი წარმომადგენლების ჩათვლით უფცეში... მალე თითოეული თქვენგანისათვის საჩემპიონო ქამარი მოგეგოთ!
ვახო...
06 თებერვალი 2023 17:33
0
ეგრეც არის და იქნება - ღირსეულად წარმოგიდგენია ყოველთვის და მომავალშიც ღირსეულად წარმოადგენ! წარმატებები!
:)))))))))))
06 თებერვალი 2023 15:33
1
ურაააა... პატრიოტიზმს !!!
ცუცურმა
06 თებერვალი 2023 14:50
47
ურააა შენს რაშისტ მოძმეებთან ერთად იბღავლე. როგორ თვალში გრჩებათ ეს კაცი რაშისტებს. წარმატებები მერაბ მტრის გულის გასახეთქად!
რატი
07 თებერვალი 2023 00:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული