ქუთათელაძე ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა

AutoSharing Option
ვეგასში UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე გურამ ქუთათელაძე ელვის ბრენერთან დამარცხდა. უნდა ითქვას, რომ მთელი ბრძოლა ქართველის კონტროლით მიმდინარეობდა.

პირველ რაუნდში გურამმა უპირატესობა ბოლო წამებზე მოიპოვა, მეორე რაუნდში კი საწყის წუთებზევე შეუტია და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დარტყმებიც მიაყენა.

მესამე რაუნდში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა, ბრენერმა ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა გამოიყენა და გამარჯვებაც მოიპოვა.

ამრიგად, "ქართველ ვიკინგს" ორგანიზაციაში 1 მოგება და 2 წაგება აქვს.

altწარმოუდგენელი უსამართლობა - UFC-ში ქუთათელაძეს გამარჯვება მოპარეს [VIDEO]