უკვე ცნობილია, რომ 21 იანვარს ბრაზილიაში UFC 283-ის ღონისძიებაზე მონაწილეობას გურამ ქუთათელაძე მიიღებს.
ქართველი "ვიკინგის" მეტოქე ტიაგო მოიეზი იქნება.
გურამისთვის ეს ბრძოლა UFC-ში რიგით მესამე იქნება (1 მოგება და 1 წაგება აქვს), ისე კი შერეულ ორთაბრძოლებში ჯამში 12 მოგება და 3 მარცხი აქვს.
შეგახსენებთ, ბოლოს ქუთათელაძე დამირ ისაგულოვთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.