ესპანეთში მყოფმა თოფურიამ მაკგრეგორს დასცინა - რა განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა და რას უპასუხებს შეურაცხყოფას კონორი, Marca დეტალებზე

AutoSharing Option
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია მადრიდში ჩაფრინდა, სადაც მას დიდი დახვედრა მოუწყვეს. ჩვენებური ადგილობრივ ჟურნალისტებს ესაუბრა და კონორ მაკგრეგორის შესახებ ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა. აი, რას წერს ესპანური ცნობილი გამოცემა Marca:

"ალკოჰოლის სიყვარული კონორ მაკგრეგორს ალბათ მალე მილიარდერად აქცევს. მან არა მხოლოდ ვისკის ბრენდი Peoper Twelve Whiskey დააარსა, არამედ ასევე ლუდის წარმოებაც დაიწყო.

ორივე ირლანდიური და მაღალი ხარისხის სასმელია. ილია თოფურიამ კონორი ბრძოლაში გამოიწვია და Marca-მ ჰკითხა მაკგრეგორისა და ალკოჰოლის ურთიერთობის შესახებ.

ილიამ ასევე აღნიშნა კონორის ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, მაგრამ ასევე
თქვა, რომ ის საუკეთესო ფორმაში მყოფ მაკგრეგორსაც დაამარცხებდა.

"მას შეუძლია დღეში 2 ბოთლი ვისკის დალევა, არ ვიცი, ის მზად არის თუ არა საბრძოლველად, მაგრამ მე საუკეთესო ფორმაში მყოფ მაკგრეგორსაც მარტივად დავამარცხებდი. მისი დამარცხება ნამცხვრის ჭამასავით ადვილი იქნება", - განაცხადა თოფურიამ.

ეს თოფურიასგან ნამდვილად თამამი განაცხადია და მაკგრეგორისგან ჯერჯერობით გამოხმაურება არ მიუღია. კონორი ამჟამად თავისი ქვეყნის პოლიტიკაშია ჩართული, ის სოციალურ ქსელებში ირლანდიის მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. გამომდინარე შეურაცხყოფის ხარისხიდან, კონორს პასუხის გასაცემად ალბათ დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს.

კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ კონორმა თოფურიას წონაში შეიძლება აღარც იჩხუბოს, ის ახლა დაახლოებით 81 კილოგრამს იწონის", - წერს Marca.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მოკლედ ვაკვირდები ხოლმე რამე პოსტზე 1-2 ცუდი კომენტარო თუ დაიწერება თავიდან ეგრევე აყვება ხოლმე ბრბო.. აი ამ პოსტზე პირველი 2 კომენტარი კარგო რომ ყოფილიყო აყიყინდებოდით ყველა კიი მასეაო.. ამათ სპორტში ასეთი საუბარ მოსულა ეგ ყველა ნორმალურმა ვიცით და თქვენ ვიზე რას იძახით თიქთოს ოსე ცხოვრიბთ სამაგალითოდ.. მძღოლი მგზავრის ურთიერთობაა და დედის ***კს აგინებთ ერთამმეთს .. ჰზაზე მანქანა მანქანას დაარტყავს და დედის გლანდ**ს აგინებთ ერთმანეთს .. მაღაზიაში კონსულტანტი მომხმარებელი დედის ****ლს აგინებთ ერთმანეთს .. სადაც გაიხედავ არსად არცერთი ფორმით კომუნიკაციაში არ გამოხატავთ ერთმანეთთან პატივისცემას და ზრდილობას ხოდა დგახართ და ილიას უკონტროლებთ სიტყვებს . ვაბშე ვინ ხართ რა გინდათ საკუთარ ტყავში დაეტიეთ თავს ზემოთ ნუ ხტებით
ბრბო
22:28 19-03-2024
0
ილია, თავში არ აგივარდეს ბიძიკო, არ გსმენია ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო? ან კარიერა დასრულებული კაცის გამოწვევა მოსულა? თან ასეთი შეურაცხმყოფელი ფორმით? ნუ გაამართლებ რუსულ ანდაზას, "сила есть ума не надо"- ო რომ ამბობს. ჩაუწიე ცოტა პატრუქს და ჩემპიონს რომ შეშვენის ისე მოიქეცი. წარმატებებს გისურვებ ბიძიკო.
პატივისცემით შენი გულშემატკივარი.
გურულო
03:51 05-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული