"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ილია თოფურიას მოქალაქეობა შევუნარჩუნოთ" - პრემიერი MMA-ს ჩემპიონს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე MMA-ს ჩემპიონ ილია თოფურიას შეხვდა, რომელიც გუშინ სამშობლოში დაბრუნდა.

Facebook-ზე, პრემიერის ოფიციალურ გვერდზე, გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"შეხვედრა მქონდა UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან. სპორტსმენს გამარჯვება მივულოცე და აღვნიშნე, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი და ძალიან საამაყოა. დავინტერესდი ილია თოფურიას სამომავლო გეგმებით და წარმატებები ვუსურვე.

ჩემპიონთან საუბრისას ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მივმართავ, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად",
- წერია განცხადებაში.

UFC-ის ჩემპიონი 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ხალხს მართლა ვერ გამოაქვს წაკითხულიდან შინაარსი!!!!!!!!! :)))))))))) მინდა შევინარჩუნოო!! ესეიგი აქვს მოქალაქეობა და ესპანეთი რომ მიანიჭებს თუ უკვე მიანიჭა მერე არ დაკარგოს!!1 ესეთი საკითხები გვარდება და ილიას შემთხვევაშიც მოგვარდება!!!!!!!!
Pepelu
20 მარტი 2024 10:20
0
ირაკლი ხომ არ დავირქვა მეც? პრემიერობა მინდა.
ფი
20 მარტი 2024 04:11
4
რა პრობლემაა ამ დონის სპორტსმენისთვის ეროვნებით ქართველისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება! აი მაგალითად რამოდენიმე სპორტული ფედერაციები უცხო ქვეყნის სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე უგვარებენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას!!!
კოკო
19 მარტი 2024 22:45
2
მაზგაჩ კარგად წაიკითხე, შეუნარჩუნდესო პრემიერმა ბრძანა, ანუ აქვს უკვე და მეორეს მიღებისას არ დაეკარგოსო. რას ფილოსოფოსობ
კუ კობსონი
20 მარტი 2024 02:35
1
აი ახალგაზრდებო ვინც ამ ამბავს წაიკითხავთ აი შეხედეთ და იშრომეთ იშრომეთ როგორც ილიამ და იყავით წარმატებულები თორე სხვა შემთხვევაში მოქალაქეობა შევინარჩუნო კი არა ჯვარი წერია რამე რომ მოგივუდეთ საკონსულოც კი არ გიპასუხებთ:) საარჩევნო ყუთები გაგვიხსნან მილიონობით ხალხი რო ვართ აქ უპატრონოდ და ჩვენ რომ ვინახავთ საქართველოსო ეგ სხვა დალჩე ბაზარია:)( ასე რომ თქვენ იცით ახალგარდებო თავად უნდა შექმნათ თქვენი ხვალინდელი დღე იყოთ მშრომელები და წარმატებულები. ღმერთი თქვენკენ
იბერია
19 მარტი 2024 17:44
4
გიოს. არა გიო ემიგრანტი არ ვარ, არც ემიგრანტების სახელით ვსაუბრობ და ომის დროსაც იქ ვიყავი სადაც საჭირო იყო. ომის დროს გაქცეულები და დეზერტირები ახლა ჰალსტუხებ გაკვანჭულები ზუსტად ჭკუას გვარიგებენ ტელევიზორებიდან. მეორე - არც ემიგრანტები არ აყვედრიან არავის და არც ქვეყანას. არა ძმაო, უბრალოდ რამდენი დოლარის კურსი აიწევს ყველა პრემიერი გამოდის და იძახის რომ ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდაო - ანუ მთელი ეკონომიკა ამ ხალხზე დგას და ძაღლად არავინ აგდებს მათ. საერთოდ ჰკითხედ რატომ წავიდნენ? და წასულები თუ გრძნობენ საერთოდ რომ მათ სამშობლო ჰყავთ? ერთადერთი როდესაც ამ ქვეყნის გამო სიამაყის გრძნობას განიცდიან ხოლმე მოდის ზუსტად ამ ხალხზე. როცა კვარა შებერავს, როცა ილია ჩაცხებს ვინმეს:))) ესაა არაა ნიშანდობლივი ილიაც და მერაბიც თავად რომ ემიგრანტები არიან? ახლა აუცილებელია მათი შენარჩუნება? კი არის. რატომ? ხვდები თავად ძმა... ამის ფონზე სხვა ემიგრანტები მდგომარეობა? იცი ერთხელ დასახმარებლად რომის საკონსულოში რომ დავრეკე და ვუთხარი რომ ქართველი ბავშვები იყვნენ ქუჩაში დარჩენილები და წყლის და საკვების მოწოდება რო ვთხოვე რა მითხრეს? - საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა და ამის საშუალება არ გვაქვსო... აი ესაა მაგალითი რაზეც უნდა გააკეთოს სწორება ახალგაზრდობამ. არავის იმედი არ უნდა ჰქონდეთ და არ უნდა უყურონ სახელმწიფოს ხელებში. უნდა იშრომონ ბევრი საკჰთარ თავზე და მიაღწიონ წარმატებას.
იბერია
20 მარტი 2024 12:09
1
ანუ ემიგრანტების სახელით საუბრობ და იძახი საქართველოს ჩვენ ვინახავთ ემიგრანტებიოო??რავიცი იმედია ეს მარტო შენი პატარა ჭკუით მოფიქრებული აზრია სხვანაირად ვერც იქნება,ბოდიში მარა ყველა თავის თავს ოჯახს და შვილებს ინახავს,არსად მინახია უცხო ადამიანისთვის გამოეგზავნა რომელიმე ემიგრანტს ფული გარდა ქველმოქმედებისა,,აქ თუ ვინმე შემომედავება და დაწერს რო ვგზავნით ფულს ეგ ხო იხარჯება და ტრიალებს საქართველოშიო კი ბატონო ეგრეა მარა რავიცი არ დახარჯონ მაშინ შეინახონ და იყვნენ მშივრები,ყველა ემიგრანტს პატივისცემა ჩემგან მაგრამ საკუთარი ოჯახის გამოკვება ქართველ ხალხს დააყვედრო ეგრეც არ გამოვა,,იმ ფულით რასაც თქვენ გზავნით საკუთარ ოჯახებში თქვენი შვილები და ქმრები გულაობენ და ვერ შევეგუები იმ აზრის ჩამოყალიბებას რო თურმე საქართველოს ემიგრანტები არჩენენ და ეგენი რო არ იყვნენ დავიხოცებოდით,ყველას ღმერთმა ხელი მოგიმართოთ აქ თუ ემიგრაციაში,აქაც და იქაც ყველა საკუთარი თავისთვის შვილებისთვის მშობლებისთვის და ოჯახებისთვის ვშრომობთ,,ყველას არ ეხება რა თქმა უნდა მარა ბარი რო გადააგდო და ევროპაში წავიდა ფულის საშოვნელად ის თავისი ოჯახისთვის არის კარგი თორე ჩემთვის როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ცუდია იმიტო რომ მშრომელი ადამიანი აღარ დარჩა სოფელში გამომდინარე მანდედან გაძვირდა ის რაც მაგ ემიგრანტებს მოყავდათ სანამ წავიდოდნენ,,ასე რომ ნუ აყვედრით სამშობლოს იმას რაც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის გააკეთეთ,აქ გვჭირდებით ყველა ქართველი საქართველოში,,იმათზე საერთოდ არაფერს ვწერ ომს რო გაექცნენ და როცა სამშობლოს ყველაზე მეტად დაჭირდა თავისი ვაჟკაცი მოსახლეობა და ეხლა ეგეთები არჩენთ თურმე საქართველოოს??
gel-100
19 მარტი 2024 21:33
6
და ჩემპიონი რომ არ გამხდარიყო, უნდა დაგვეკარგა?!... რა,რამდენი გვყავს დაკარგული, ითვლის ვინმე?!...
დდდ
19 მარტი 2024 15:19
2
ჩემპიონი რომარ გამხდარიყო არც ესპანეთის მოქალაქეობას მიცემდენ. ასე რომ დარჩებოდა ისევ საქართველოს მოქალაქე.
ბექა
19 მარტი 2024 21:46
3
როგორ დავიჯერო, რომ ნაცს და ქოხს ვერ ხდება ჩვენი აზროვნება... ბიჭოო რა პატარა ერი ვართ რა გვჭირს?!რატომ გგონიათ ვინმეს რო ეს კაცი ან ქოცების ჩემპიონია ან ნაცის?ჩვენია ყველასია!!! თქვენს გარდა კიდევ ვართ ხალხი და უმრავლესობა სხვათაშორის, ვერც ერთს პარტიას რომ ვერ იტანს! დაოკდით თქვენი დრო წასულია!
Svani
19 მარტი 2024 14:03
2
შუაშისტი ხარ და შუასმიაწექი
დესმონდ ტუტუ
19 მარტი 2024 16:56
11
სამწუხარო რეალობაა მაგრამ ეგაა რაც არის რა. ყელშია ამოსული უკვე რაც დღეს ხდება. ეს ტელევიზიები ხო სულ გამაგიჟებენ. გადართავ ერთგან ოპოზიციას ლანძღავენ. გადართავ სხვაგან იქ პირიქით მთავრობის ლანძღვა მიდის. დავიღალეთ ხალხი დავიღალეეეთ. ამას არ ჯობია ყველამ ერთად საქმე აკეთოს და ქვეყანა წინ წავწიოთ ცოტა!? განა შეიძლება პირადი ზიზღი და სიძულვილი სამშობლოზე წინ დავაყენოთ? არ ვიცი რაა. კიდევ კარგი ეს სპორტსმენები მაინც აკეთებენ თავის საქმეს პროფესიონალურად და გვახარებენ. კიდევ მრავალჯერ გაგეხარებინოთ გულშემატკივარი.
სვანეთს ვენაცვალე კახეთიდან
19 მარტი 2024 15:30
0
ასეთი აბსურდული კანონი არ მინახია, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე ხდება და საქართველოს მოქალაქეობა უჩერდება!
ლაშა
19 მარტი 2024 13:47
5
რომელი ქვეყნის კონსტიტუციას იცნობ? მსოფლიოს განვითარებული ქვყენების უმეტეესობას არ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. ანუ როცა რომელიმე ადამიანს აქვს საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა, იმ თავის ქვეყანაში არც იციანი რომ პარალელურად სხვაც აქვს
ვვვ
20 მარტი 2024 16:29
0
რა უცოდინარი ხარ დამუწე პირი!
ვაი შენს პატრონს
19 მარტი 2024 14:11
7
ყველა გამოხმაურება
შემოჰკარი ერთი მაგასაც:-))))
buba
19 მარტი 2024 13:35
5
შემოჰკარი ერთი მაგასაც:-))))
buba
19 მარტი 2024 13:34
7
შემოჰკარი ერთი მაგასაც :-))))))))
buba
19 მარტი 2024 13:33
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული