"მოხუცთა თავშესაფარი გავხსენი, სადაც ვოლკავნოვსკის უკვე აქვს ერთი ოთახი" - ილიას მიმართვა მაქს ჰოლოვეის

AutoSharing Option
26 ოქტომბერს UFC 308 გაიმართება - ერთმანეთს ილია თოფურია (15-0) და მაქს ჰოლოვეი (26-7) დაუპირისპირდებიან.

ღონისძიების მთავარმა მებრძოლებმა დაპირისპირებამდე ESPN MMA-ს პირდაპირ ჩართვაში სიტყვები გაცვალეს და მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრეს.

ქართველმა "მატადორმა" მეტოქეს კრივის მონაცემები დაუწუნა და უთხრა, რომ მას არც დარტყმის სიძლიერე გააჩნია და არც ტექნიკა. მაქსსა და ჯასტინ გეიჯის (25-5) ორთაბრძოლას, რომელშიც ჰოლოვეიმ ბოლო წამის ნოკაუტით ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა, ილიამ მოსაბეზრებელი უწოდა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, თოფურიამ ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკისაც (26-4) გაჰკრა კბილი, რომლის წინააღდეგაც UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამარი
მოიპოვა. "მოხუცთა თავშესაფარი გავხსენი. ვოლკანოვსკის აქვს უკვე ერთი ოთახი და 26 ოქტომბერს მეორეში შენ შეგიშვებ", - მიმართა ილიამ მაქს ჰოლოვეის.

ცნობისთვის, ილია თოფურია UFC-ის POUND FOR POUND-ის რეიტინგის მე-4 ნომერია, მაქს ჰოლოვეი კი ამჟამად მე-11 ადგილს იკავებს. დაპირისპირება MMA-გულშემატკივრებისათვის ერთ-ერთი საინტერესოა, რადგან ერთმანეთს სტილით ორი მსგავსი მებრძოლი შეხვდება.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

მკითხველის კომენტარები / 1 /
სიბერეზე ქილიკი ულამაზო მგონია ილია
ტოტტი
23:49 10-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული