"მერაბს უსამართლოდ ექცევიან, ეს სწორი არ არის" - ალჯამეინ სტერლინგი

AutoSharing Option
2025 წლის 19 იანვარს, UFC-ის სუპერმუსბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

აღნიშნული ბრძოლის შესახებ, ამავე წონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის მეგობარმა ალჯამეინ სტერლინგმა Youtube-ზე არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ისაუბრა.

სტერლინგის თქმით, მერაბი რუს მებრძოლს აუცილებლად დაამარცხებს.

"ჩხუბისთვის მოსამზადებლად მებრძოლებს მხოლოდ ექვსნახევარი კვირა აქვთ, მერაბი იძულებული გახდა, რომ ამ პირობებს დათანხმებოდა. ჩემპიონს მსგავსი რაღაცების გაკეთება არ უნდა უწევდეს, ეს სწორი არ არის და მას უსამართლოდ ექცევიან.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ იქ მაინც წავალთ და მერაბი თავის
საქმეს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, დვალიშვილი ნურმაგომედოვის დაუმარცხებელ სერიას დაასრულებს, მორიგ გამორჩეულ ბრძოლას შემოგვთავაზებს და შემდეგ უკვე სხვა პრეტენდენტებზე ვიფიქრებთ", - განაცხადა სტერლინგმა.

შეგახსენებთ, მერაბის ანგარიშზე MMA-ში 18 გამარჯვება და 4 მარცხია, ასევე 18 გამარჯვება აქვს ნურმაგომედოვს, რუსი მებრძოლი ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

alt"იმედია, მე და მერაბი გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღვნიშნავთ" - ცარუკიანი მისი და დვალიშვილის მორიგ ორთაბრძოლაზე

altოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს საჩემპიონო ქამარს დაიცავს

alt"ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…" მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეს პასუხობს
 

მკითხველის კომენტარები / 13 /
რომ შემეძლოს ამას ვეტყოდი მერაბს: ძმაო მერაბ.უამრავი ტემპერამენტიანი,ემოციურობით აღსავსე ქართველი და დაღესტნელი ახალგაზრდისთვის ნამდვილი კუმირები ხართ შენ და ნირმაგომედოვი.ამგვარი თქვენი გადაკიდება მათაც გადაეცემა და არა მგონია ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობაზეც სასიკეთოდ აისახოს ეს ყოველივე.უფრო,პირიქით,პირიქით.ამ კუთხითაც შეხედე რეალობას და შეეცადე შენდათავად მხოლოდ ბრძოლაზე კონცენტრირდე.შენ მხოლოდ შენს ყავს არ ეკუთვნი,სრულიად საქართველოს წარმოადგენ.ამიტომაც შენ მიეცი მაგალითი ჭეშმარიტი რაინდობისა და კაცური,ქართული თავშეკავებულობა-სიდარბაისლისა.ამ შემთხვევაში,დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ჭკუას მოუხმობს და დაცხრება ვნებები.აი უშუალოდ ბრძოლის დროს კი აიშვი შენებურად და ყველა წესის დაცვით სულ ბრდღვნა ადინე მეტოქეს.გამარჯვების შემდეგ კი,მთელი სულითა და გულით,შენთან ერთად გემრიელად ვიზეომოთ სრულიად საქარრველომ!
გაიხატე და გაგვახარე,ძმაო!!!
ბრაზი
10:18 21-12-2024
2
ჩვენმა მერაბმა ისე უნდა დაულეწოს თავ-ყბა დაღესტნელ ვირისშვილს რომ ამ ბრძოლის შემდეგ მან სულ თავი დაანებოს UFС-ის ბრძოლებს... რა სისაზიზღრეებს არ სწერენ სოციალურ ქსელებში ჩვენ მერაბზე ეს დაღესტნელები, მათხოვარი ვირისშვილები და რუსეთის მონები... მერაბ, ქართველო ლომო, მიდი გადაუარე ქართულად და შენებურად მაგ ვირისშვილ მონას...
Zorro
23:33 20-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული