"არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი" - მერაბ დვალიშვილი

AutoSharing Option
UFC-ის უმსუბუქესი წონის ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის თქმით, მას რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, აუცილებლად გაიმარჯვებდა.

"მას შემდეგ, რაც ჩემპიონი გავხდი და საქართველოში დავბრუნდი, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დავინახე, რომ იქ მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და აეროპორტის თანამშრომლები ჩემით ამაყობდნენ. განურჩევლად ასაკისა, ახალგაზრდები, ასაკოვანი ხალხი... ჩემს საჩემპიონო ბრძოლას ყველამ უყურა, რადგან ეს უდიდესი მოვლენა იყო. 

მე ვარ ბიჭი, რომელიც საქართველოში დაიბადა, აშშ-ში ბრძოლა დაიწყო და შემდეგ UFC-ის ჩემპიონი გახდა. 

ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობა რომ მიმეღო, საქართველოს პრეზიდენტი გავხდებოდი, თუმცა პოლიტიკისგან შორს
ვარ და თავს ვიკავებ, რადგან იქ დიდი სიბინძურეა, არ მინდა ამაში ჩავერიო. მინდა გავაკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამომდის. 

ჩემპიონობის შემდეგ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება მსურდა, მაგრამ როგორც ჩანს, უკეთესი იქნება, თუ სპორტდარბაზში დავრჩები, ვივარჯიშებ და დრამას თავს ავარიდებ", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი (18-4) 19 იანვარს, საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის (18-0) წინააღმდეგ დაიცავს.

წყარო:

alt"იმედია, მე და მერაბი გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღვნიშნავთ" - ცარუკიანი მისი და დვალიშვილის მორიგ ორთაბრძოლაზე

altოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს საჩემპიონო ქამარს დაიცავს

alt"გა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი დვა­ლიშ­ვი­ლი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია

მკითხველის კომენტარები / 48 /
მერაბ შენ გამოგდის კარგად ხელების ქნევა. ტვინით მუშაობა სხვას აცადე
ანტი ლიბ
23:40 20-01-2025
1
ვინმემ დააოკეთ ეს ბალღიიი:)
რა პრეზიდენტობა, რა საქართველოს სიყვარული ბალღოოო, გუდამაყარში არ გცნობთ✌️
ბოსს
22:59 14-01-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული