"დიდად ვერ გამაოცა" - UFC-ის მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას დებიუტზე

AutoSharing Option
დღეს, 9 თებერვლის გამთენიისას ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ (6-1) UFC-ში სადებიუტო ჩხუბი ჩაატარა და დაუმარცხებელ ავსტრალიელ კოლბი თიქნესის (7-1) მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. ილიას უფროსი ძმის დებიუტს MMA სამყაროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ქართველის ასპარეზობა შეაფასეს.

"ძმები თოფურიების ავიახაზები" - დაწერა ბრაზილიელმა რენატუ მოიკანუმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ UFC-ის მსუბუქი წონის ქამარზე იჩხუბა.

"პირველივე მატჩში თოფურიამ საბრძოლო უნარების ძალიან ფართო დიაპაზონი აჩვენა. ყოჩაღ!" - აღნიშნა UFC-ის ლეგენდა მაიკლ კიეზამ.

"თოფურიებს ძალიან მაგარი დაცვა აქვთ!' - ეს კომენტარი ორგანიზაციის მებრძოლ ტერენს მაკკენის
ეკუთვნის.

"მთელი ღონისძიების ყველაზე დიდი ფავორიტი იყო და 0 ინტენსივობით იჩხუბა. ალექსანდრე თოფურიას დებიუტით ძალიან გაოცებული ვერ დავრჩი," - დაწერა UFC-ის ორგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჰენრი სეხუდომ.

ალექსანდრეს თავდაპირველად კოდი ჰედონთან (8-1) უნდა ეჩხუბა, თუმცა აღნიშნული მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა და ის თანამემამულე თიქნესიმ ჩაანაცვლა, რომელიც ალექს ვოლკანოვსკის სპარინგ პარტნიორი გახლავთ. უფროსმა თოფურიამ რთული ბარიერი ადვილად გადალახა დაUFC-ის სუპერმსუბუქ წონაში წინსვლა დაიწყო.

altალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
სეხუდომ რა ვერ მოინელა, რით ვერ შეეგუე ქართველების წარმატებას. რა ურტყი მერაბ ასეთი
რაბუ
20:11 09-02-2025
0
რაო, ვერ გამაოცაო? ჰენრი, მერაბმა, ხომ ძალიან გაგაოცა და რაც შეეხება ალექსანდრეს, არამარტო გაგაოცებს, არამედ ღრმა ძილის გრიმასებს მოგგვრის სახეზე...
ვახო...
14:29 09-02-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული