UFCUFC

"ქართულ სიმღერაზე ვფიქრობდი" - რატომ აირჩია თოფურიამ "გლადიატორის" საუნდტრეკი [პრესკონფერენცია]

09:17/09-02-2025
+-
images/new_photo/2025/1-15FEB/geo.jpg

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ (6-1) კოლბი თიქნესის (7-1) დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"როცა ჩხუბი დაიწყო და მაგრად მოვარტყი, ილიამ დამშვიდებისკენ მომიწოდა. ორი არჩევანი იყო: ან გიჟური ჩხუბი დამეწყო, ან ნაბიჯ-ნაბიჯ წავსულიყავი წინ და საკუთარ შანსს დავლოდებოდი, მეორე ავირჩიე. თან მატჩის წინ ოპოპნენტი "დამპირდა" ღრმა წყლებში შევიყვანო და მაინტერესებდა რას მიმზადებდა. ღრმა წყლები არ ვიცი, მაგრამ სამი რაუნდი ჩემს ოკეანეში კი გაატარა.

სუპლექსის (ჭიდაობის ილეთი. რედ.) გაკეთების იდეა ბრძოლის დაწყებამდე მქონდა. იმავე ილეთი ილიამ სადებიუტო ჩხუბში აჩვენა და მეც იგივე გავაკეთე.

გარშემო სულ ახლობელი ადამიანები იყვნენ: ჩემი ძმა, მერაბ დვალიშვილი, გურამ ქუთათელაძე, ძმები კლიმენტები, ეს ძალიან სასიამოვნო გახლდათ და ვცდილობდი, თითოეული მათგანის რჩევა გამეთვალისწინებინა.

ალექს ვოლკანოვსკის უდიდეს პატივს ვცემ და მას ხელს ყოველთვის ჩამოვართმევ. თუმცა ეს ჩხუბი მისი და ჩემი ძმის დაპირისპირება არ ყოფილა, ეს ალექსანდრე თოფურიასა და კოლბი თიქნესის ბრძოლა იყო.

რატომ გამოვედი "გლადიატორის" საუნდტრეკის ფონზე? მე და ილია ბავშვობიდან მხოლოდ ომზე გადაღებულ ფილმებს ვუყურებდით, "გლადიატორი", კი ჩვენი საყვარელი კინოა. არჩევანი ასეთი მქონდა: ან ქართული სიმღერის ფონზე გამოვიდოდი, ან გლადიატორის საუნდრეკზე. მატჩამდე 1 კვირით ადრე ილომ ერთ-ერთი ნაწყვეტი გამომიგზავნა და ეს მუსიკა ავარჩიე.

დიახ, ოქტაგონზე ვთქვი, რომ კოლბი UFC-ში ყოფნას იმსახურებს (ავსტრალიელი UFC-ის მებრძოლი არ ყოფილა და ორგანიზაციამ 1-მატჩიანი კონტრაქტი გაუფორმა ალექსანდრესთან საჩხუბრად) და ნამდვილად ასე ვფიქრობ. ამ ბიჭმა 2 კვირაში დაუგეგმავი ბრძოლა მიიღო, დამიპირისპირდა ადამიანს, რომელსაც დიდი ჰაიპი ჰქონდა და ჩხუბში უკან ნაბიჯი არ გადაუდგამს. თიქნესი ნამდვილი გლადიატორია, მას ჩხუბი უყვარს და შეუძლია კიდეც. მერე რა, რომ დღეს ჩემთან დამარცხდა, ყველაფერი წინ აქვს და გამიხარდება, თუ ეს ბიჭი ჩვენი დივიზიონის სრულფასოვანი წევრი გახდება."

29 წლის "კონკისკადორმა" UFC-ში პირველი გამარჯვება დღეს, 9 თებერვლის გამთენიისას მოიპოვა. სავარაუდოდ, ალექსანდრე მიმდინარე წელს კიდევ, მინიმუმ 1 ბრძოლას ჩაატარებს.


(1)
/
Dislike(0)
კომენტარები
5
გია_544
(1)
/
Dislike(14)
აი რატომ არ იდგნენ ეგ ბიჭები მერაბის გვერდით, როდესაც უმართან ქამარი დაიცვა? მარტო დოლიძე დაესწრო მერაბის დაცვას. მთელი ღამე ველოდი ალექსას ბრძოლას. ორი დებიუტანტის (ავსტრალიელი შეცვლაზე მოუმზადებელი გამოვიდა) საშუალო ჩხუბი იყო. თუ უყურეთ, დამთანხმდებით.
7:14:48 PM 2/9/2025
გამოხმაურება(2)
Წწ
Dislike(2)
/
Dislike(0)
იმიტომ რომ მოსამზადებელ კემპში იყვნენ
9:27:41 PM 2/19/2025
Emre
Dislike(6)
/
Dislike(1)
შენ იცი რას ნიშნავს ბანაკის და შეკრების გავლა? და რამდენად მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა მაგ დროს? იცი რამდენი ენერგია და დრო ჭირდება ესპანეთიდან ვეგასში გადაფრენას და მერე იქიდან ავსტრალიაში ჩასვლას? თუ არ იცი რუკას მაინც ჩახედე და მიხვდები... ჯერ გაარკვიეთ რა როგორ და მერე წერეთ ეს უაზრო ვაი პატრიოტული მესიჯები
5:28:55 AM 2/10/2025
ბრაზი
(1)
/
Dislike(1)
მაგარი კაცი,ასეთივე მებრძოლი!
6:21:57 PM 2/9/2025
გამოხმაურება(0)
სიახლეები